მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.  სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ განახლებული ფორმატით ბრუნდება. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და ბაზარი ორბელიანთან პარტნიორობით.

პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ბაზარი ორბელიანი ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში (პარასკევი–შაბათი–კვირა), სივრცეს მეწარმე ქალებს დაუთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ და გაყიდონ.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 თებერვალი.

ინფორმაციისთვის, სარეგისტრაციო ფორმის შევსება ავტომატურად არ გულისხმობს მონაწილეობაზე დასტურს. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული შიდა შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე. შერჩეულ მონაწილეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ინფორმაცია მონაწილეობის, თარიღებისა და ტექნიკურ-ლოგისტიკური დეტალების შესახებ. მონაწილეები 2026 წლის განმავლობაში გადანაწილდებიან შესაბამის თარიღებზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ევროზონაში ბიზნესის დაკრედიტება შენელდა

02.10.2026.18:00

ევროზონის ბიზნესის დაკრედიტების ზრდა აგვისტოში შედარებით შენელდა, მაშინ როცა შინამეურნეობებისთვის გაცემული სესხების ზრდის ტემპი უცვლელი დარჩა, აჩვენა პარასკევს გამოქვეყნებულმა ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებმა.

მონაცემების თანახმად, ბიზნესის დაკრედიტების ზრდა 4.2%-მდე შენელდა, აგვისტოში დაფიქსირებული 4.4%-დან, რაც 2023 წლის შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შინამეურნეობების შემთხვევაში, დაკრედიტების ზრდა 3.1%-ზე შენარჩუნდა, რაც ასევე 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს უტოლდება.

ევროზონაში მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობის მაჩვენებელი M3, რომელიც ხშირად ეკონომიკური ზრდის სამომავლო დინამიკის ინდიკატორად გამოიყენება, 3.5%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 3.4%-დან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა