მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკისთვის ქალების ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც მეწარმე ქალებს რეალურ შესაძლებლობებსა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება და მე-15 ნაკადის მიღებას აცხადებს.
პროგრამის პირველი ეტაპი 10, 11 და 12 მარტს, თბილისში გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს უშიშარი და ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებულ განვითარებამდე 360°-იანი მხარდაჭერა შესთავაზოს. პროგრამა წელიწადში ოთხჯერ ტარდება და მონაწილეებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს.
ინფორმაციისთვის, პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო კურსს და მონაწილეობას მიიღებენ ინტენსიურ ტრენინგებში, სადაც ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ. მათ მუდმივი წვდომა ექნებათ დამატებით საგანმანათლებლო რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე. ისარგებლებენ როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მხარდაჭერით, მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს ბიზნესგანაცხადის მომზადებისთვის, გრანტის მიღებისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საგრანტო კონკურსში და გამარჯვების შემთხვევაში პროგრამის მხარდაჭერით, საკუთარი ბიზნესიდეის რეალიზაცია მოახდინონ.
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.