მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქართველოს ბანკისთვის ქალების ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც მეწარმე ქალებს რეალურ შესაძლებლობებსა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება და მე-15 ნაკადის მიღებას აცხადებს.

პროგრამის პირველი ეტაპი 10, 11 და 12 მარტს, თბილისში გაიმართება. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს უშიშარი და ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებულ განვითარებამდე 360°-იანი მხარდაჭერა შესთავაზოს. პროგრამა წელიწადში ოთხჯერ ტარდება და მონაწილეებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს.

ინფორმაციისთვის, პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო კურსს და მონაწილეობას მიიღებენ ინტენსიურ ტრენინგებში, სადაც ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ. მათ მუდმივი წვდომა ექნებათ დამატებით საგანმანათლებლო რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე.  ისარგებლებენ როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მხარდაჭერით, მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს ბიზნესგანაცხადის მომზადებისთვის, გრანტის მიღებისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საგრანტო კონკურსში და გამარჯვების შემთხვევაში პროგრამის მხარდაჭერით, საკუთარი ბიზნესიდეის რეალიზაცია მოახდინონ.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა

02.10.2026.17:04

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.

ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.

საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა