მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image
mbc image

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება გრძელდება.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პროგრამა 22, 23 და 24 აპრილს ზუგდიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 25-მდე მეწარმე ქალი მიიღებს.

ინიციატივის მიზანია, ინოვაციური იდეების მქონე ქალი მეწარმეების მხარდაჭერა — იდეის ფორმირებიდან ბიზნესის განვითარებამდე. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ხორციელდება.

მონაწილეებს ელოდებათ პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი და ინტენსიური ვორკშოპები, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. პროგრამა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს დაფინანსების მოზიდვისა და ბიზნესის ეფექტიანი განვითარებისთვის, ხოლო დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საგრანტო კონკურსში ჩაერთონ და საკუთარი იდეის რეალიზაციისთვის ფინანსური რესურსები მოიზიდონ.

საქართველოს ბანკი განაგრძობს მეწარმე ქალების გაძლიერების მხარდაჭერას და მათთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც რეალურ ბიზნეს ზრდას უწყობს ხელს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა

02.10.2026.17:04

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.

ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.

საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა