„მევენახეობა დოლიძე“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ახალი ღვინოების წარმოებას გეგმავს
„მევენახეობა დოლიძე“ ქართულ ბაზარზე მივიწყებული ენდემური ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოებითა და გამორჩეული ასორტიმენტით პოზიციონირდება. კომპანია 2018 წლიდან ოპერირებს, ვენახების გაშენება კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში 2013 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე მეღვინეობა საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოებასა და ახალი პროდუქტების განვითარებაზე მუშაობს. როგორ მიმდინარეობს წლევანდელი რთველისთვის მზადება, რა სიახლეები დაემატა კომპანიის ასორტიმენტს და რა გეგმები აქვს მეღვინეობას საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და ახალი პროდუქტების მიმართულებით - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „მევენახეობა დოლიძის“ დირექტორი გიორგი კუკულავა ესაუბრა.
„წელს ჩვენთან რთველი გვიან იწყება. ამ ეტაპზე ველოდებით, როდის მივა ყურძენი შესაბამის კონდიციამდე, რომ კრეფა დავიწყოთ. უახლოეს მომავალში ცქრიალა ღვინისთვის განკუთვნილ ყურძენს დავკრეფთ, შემდეგ ეტაპობრივად იმერულ ჯიშებზე გადავალთ, ბოლოს კი გურულ ჯიშებზე.
საექსპორტო მიმართულებით ორი ახალი ბაზარი დავამატეთ - ესპანეთი და ლიტვა. ამჟამად ოთხ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი: გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთსა და ლიტვაში. ამასთან, რამდენიმე სხვა საექსპორტო ბაზრის წარმომადგენელთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, გეოგრაფიის კიდევ უფრო გაფართოებას შევძლებთ.
ჩვენს ასორტიმენტს ცქრიალა ღვინოები დავამატეთ, რომლებსაც გურული ენდემური ჯიშებისგან - საკმიელასა და ჩხავერისგან ვაწარმოებთ. გვინდა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინოების მიმართულება განვავითაროთ. ღვინოებს ლექზე, სულ მცირე, 11 თვის განმავლობაში ვავარგებთ და ბაზარზე „ჩქეფის“ სახელით შევთავაზებთ მომხმარებელს.
2026 წელს ჩხავერისგან დამზადებული ბრენდის დამატებასაც ვგეგმავთ. გარდა ამისა, წელს პირველად ავიღებთ ჯანი ყურძნის მოსავალს. ეს ძველი გურული ჯიში საკმაოდ საინტერესოა და მისგან დამზადებულ ღვინოს მომხმარებელს 2027 წელს შევთავაზებთ“, - აცხადებს გიორგი კუკულავა.
ცნობისთვის, პროდუქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ რესტორნებში და ისეთ ღვინის მაღაზიებში, როგორიცაა: 8000 მოსავალი, ღვინის გალერეა, საძველე და სხვა.
სხვა სიახლეები
„მევენახეობა დოლიძე“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ახალი ღვინოების წარმოებას გეგმავს
22.10.2026.16:00