მეზობელ ქვეყნებზე უფრო კონკურენტუნარიანები ვართ - საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ს პრეზიდენტი
საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ს წევრების მაგალითზე საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთებისა ტრანსპორტირების მაჩვენებელი გაზრდილია. როგორც Business Insider Georgia-სთან GIRCA-ს პრეზიდენტმა გია წიფურიამ განაცხადა, დასავლეთ ევროპის მიმართულებით ზრდა 7%-ია, შუა აზიის მიმართულებებზე კი საშუალოდ 15%-იანი ზრდაა. ხოლო რაც შეეხება რუსეთს და ბელორუსიას აქ დაახლოებით 10%-იანი ვარდნაა.
გია წიფურიას თქმით, ასოციაციის წევრები კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან და ამ ფონზე ე.წ. მესამე ქვეყნის გადაზიდვები იზრდება, შესაბამისად იზრდება სერვისის მოცულობაც.
„ჩვენ (ასოციაცია) ექსპორტის შემთხვევაში ტვირთები გაგვაქვს როგორც საქართველოდან ისე სომხეთიდან. ხოლო რაც შეეხება შუა აზიის მიმართულებით გადატანილ ტვირთებს, დაახლოებით 25%-ი თურქეთიდან განხორციელებული გადაზიდვებია.
ავტოტრანსპორტის მიმართულება ჩვენს ქვეყანაში უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე სხვა დარგები. სამწუხაროდ ასეთი დისბალანსი გვაქვს. შესაბამისად, მეზობელ ქვეყნებზე უფრო კონკურენტუნარიანები ვართ და სწორედ ამიტომ ტვირთს ვიღებთ ამ ქვეყნებიდან და მიგვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში“, - ამბობს საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, საერთაშორისო მიმოსვლაში მყოფი სატვირთო ავტომობილების პარკი სომხეთზე 10-ჯერ მძლავრია. იმავდროულად GIRCA-ს წევრები მულტიმოდალურ გადაზიდვებშიც აქტიურად არიან ჩართულები.
„საქართველო უკვე საკმაოდ მძლავრ პოტენციალის მქონე ქვეყნად მოიაზრება, საერთაშორისო მიმოსვლაში გვყავს 15 ათასი ავტომობილი. მაგალითისთვის, 10-ჯერ უფრო მძლავრი ვართ, ვიდრე სომხეთი“, - ამბობს წიფურია.
საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA წარმოადგენს კომერციული (ბიზნეს) ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეების არაკომერციულ, ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტით ახორციელებენ სატვირთო და (ან) სამგზავრო გადაზიდვებს, ასევე აერთიანებენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული გადაზიდვების განვითარებაში.
GIRCA შეიქმნა 1992 წლის 31 მარტს 14 სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით და ამჟამად აერთიანებს 300 მეტ საავტომობილო გადამზიდავ კომპანიას.
1992 წლიდან ასოციაცია «GIRCA» შედის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU, შვეიცარია) შემადგენლობაში და ასრულებს საგარანტიო გაერთიანების ფუნქციებს საქართველოს ტერიტორიაზე.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.