მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მგვ ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული სიტუაციური სახელმძღვანელო იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული სიტუაციური სახელმძღვანელო განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

აღსანიშნავია, რომ BAG-ს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გამოეყენებინა კუთვნილი უფლებამოსილება, მხედველობაში არ მიეღო სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა და სიტუაციური სახელმძღვანელოს დამტკიცებამდე პერიოდებში, მგვ ორგანიზაციების მიერ განსახილველ ოპერაციებზე როგორც დარიცხული, ისე მათი წევრების მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ დაქვემდებარებულიყო გაუქმებას. 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საკმაოდ აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მგვ ორგანიზაციების მომართვისა და BAG-ის ინიციატივით, მოხდა საკითხის ინიცირება,  რათა მგვ ორგანიზაციების საქმიანობის წინა პერიოდბზე, როგორც მათ მიერ დარიცხული, ისე მათი წევრების მიერ ჩათვლილი შესაბამისი დღგ-ის თანხა არ დაქვემდებარებულიყო გაუქმებას, დაკორექტირებას, რადგან ერთის მხრივ, აღნიშნულს არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, რადგანაც ერთ მხარეს დაბეგრილი, ხოლო მეორე მხარეს ჩათვლილი აქვს გადასახადი. ამასთან, მგვ ორგანიზაციების წევრების გარკვეული ნაწილი აღარ საქმიანობს, ფიზიკურად აღარ იძებნება და შესაბამისად მათი მხრიდან ა/ფაქტურის დაკორექტირება შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, აღნიშნული პროცესი, დასაკორექტირებელი ა/ფაქტურების რაოდენობის გამო, მოითხოვდა არაგონივრულ ადამიანურ და დროით რესურსს.

 

შესაბამისად, მადლობას ვუხდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სახის პოზიტიური კომუნიკაცია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა