Mgzavrebi Hotel Chain-მა გონიოს პროექტი სრულად გაყიდა
Mgzavrebi Hotel Chain-მა „გონიო მგზავრების“ პროექტი სრულად გაყიდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ დირექტორის მოადგილემ მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა.
„სასტუმროების ქსელი მგზავრები“ მყიდველის ვინაობასა და ტრანზაქციის მოცულობას კონფიდენციალურს ტოვებს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ „მგზვარები გონიო“ ერთ-ერთმა კომპანიამ იყიდა და ამ შენობაში სასტუმროს გახსნის.
როგორც „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ დირექტორის მოადგილე ამბობს, თავიდან „გონიო მგზავრების“ აპარტამენტებად გაყიდვებს გეგმავდნენ, რადგან ობიექტს სასტუმროს პრინციპით უნდა ეფუნქციონირა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს.
რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, კომპანია ზღვისპირეთში ახალ პროექტს გეგმავს.
„ახალ პროექტებს გონიოშია არ ვგეგმავთ. ზღვისპირეთში, შეკვეთილს განვიხილავთ, ეს უფრო 2024 წლის პერსპექტივაა“, - ამბობს მადლენა მანუსაჩიანი და სხვა დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.
„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 13 წელია ადგილობრივ ბაზარზეა. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.
კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.