მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მია ბითაძე - სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა 5 პროცესი ერთმანეთს, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია

news image
mbc image

როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე, ეს არ არის აბსტრაქცია და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინცდამაინც კლიმატის ცვლილებას უკავშირებს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას და აყვანილია მთავარ პრიორიტეტში ადამიანის უფლებათა ჭრილში, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ერთმანეთს ხუთი ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რაც ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით იყო გამოწვეული.

 

ბითაძის თქმით, არსებობს გლაციოლოგიური კვლევები, რომლებიც მყინვარების ინტენსიურად დნობას ადასტურებს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება კოტეჯებს, მათზე ნებართვები ძველი გაცემული იყო.

 

„ ეს ხდება იმიტომ, რომ მოვლენები, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, იწვევს ეროზიულ პროცესებს, კლიმატის ცვლილებას, დათბობას, მეტ ნალექს, ქარებს და ა.შ. - ბუნება შეიცვალა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ.

 

კოტეჯები, რომელიც იქ არის, ჯერ კიდევ აშენებულია კომუნისტების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით  იყო მეწყრული ზონა, მაგრამ ის რომ 5 ბუნებრივი მოვლენა ერთად ამოქმედდებოდა, გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან. ყველა დერეგულაციის ფაქტორის მიუხედავად, გლაციოლოგიური კვლევები მოგვეპოვება, რომელიც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად დნება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს მგონი ოპოზიციისთვისაც ცნობილია. ასე რომ ეს პროცესები ერთმანეთს დაემთხვა, კოტეჯებზე ნებართვები იყო ძველი გაცემული და როგორც გითხარით, სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა 5 პროცესი, ამის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.“ - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა გეოლოგიური რუკების შესახებ, რომელიც ყველა სამშენებლო ნებართვისთვის იურიდიულად სავალდებულო იქნება, თუმცა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სადაც უკვე არსებობს მსგავსი რუკები, მშენებლობის ნებართვას ან კონსტრუქციის აშენებას, ისედაც ედება საფუძვლად.

 

„გეოლოგიური რუკები რომლებიც სახელმწიფოში მომზადებულია და განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მზადდება ინტენსიური დაკვირვების შედეგად, ვაპირებთ, რომ იურიდიულად სავალდებულოდ, საფუძვლად დავუდოთ  ყველა სამშენებლო ნებართვას.  მიუხედავად იმისა, რომ იქ სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობის ნებართვას ან რაიმე კონსტრუქციულ მშენებლობას.“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა