მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Mihouse-მა სააქციო პერიოდში მომხმარებლის უფლებები დაარღვია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება - მოვაჭრის მხრიდან გამოცხადებულ 90%-მდე ფასდაკლებას, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით - 1 კვირის პერიოდში.

ინფორმაცია გავრცელდა როგორც მიჰაუსის Facebook გვერდზე, ასევე  სატელევიზიო ეთერის საშუალებით.

სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ფასდაკლების პერიოდში, კომპანიის ოპერატორთან ფასის და პროდუქციის საწყობში არსებობის დაზუსტების შემდგომ, მომხმარებელმა ვებ-გვერდის www.mihouse.ge საშუალებით, შეიძინა 4 ცალი გათბობის ქვაბი. თუმცა, ვებ-გვერდის ტექნიკური ხარვეზის, კერძოდ, პროდუქციაზე არასწორი ფასების მითითების არგუმენტით, კომპანიამ უარი განაცხადა შეკვეთის მიწოდებაზე. მოვაჭრე ხაზს უსვამს, რომ საიტზე მითითებული არასწორი ფასი არ უნდა ყოფილიყო აღქმული როგორც რეალური და შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლებოდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება და შემდეგ მომხმარებლისთვის რეკლამირებული საქონლის ჩვენებაზე, შეკვეთის მიღებაზე ან მის გონივრულ ვადაში მიწოდებაზე უარის თქმა. ასეთ შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს  მოთხოვნა დაუკმაყოფილოს.  GCCA-ის პოზიციით, მოვაჭრის ზემოაღნიშნული ქმედება მოვაჭრის განზრახვის მიუხედავად, არსებითად უსამართლოდ განიხილება, რადგან მისი შეცდომაში შემყვანი ხასიათი მომხმარებელთა ნდობასა და ბაზრის მთლიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა - მოვაჭრის მხრიდან  კანონით გათვალისწინებული უსამართლო კომერციული საქმიანობა და მოვაჭრეს 1 თვის ვადაში დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა