მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია IT აკადემია Step-ში და დაეუფლე ახალ პროფესიას
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში და დაეუფლონ ახალ პროფესიას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
პარტნიორ აკადემიებს შორის არის IT აკადემია STEP, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ მათთვის საინტერესო კურსები საქართველოს ბანკის სტიპენდიით. ამისათვის, მათ 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge
სტიპენდიატების შერჩევა მათ მიერ გაგზავნილ აპლიკაციებსა და გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით მოხდება.
IT აკადემია STEP-ში სწავლის მსურველები გაივლიან კურსებს შემდეგი მიმართულებებით: პროგრამირება, ქსელები, კიბერუსაფრთხოება, ინტერიერის დიზაინი, UI UX დიზაინი და სხვა. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, IT აკადემია STEP-ი საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების უდიდესი ცენტრია საქართველოში. სტეპში მოსწავლეები ეუფლებიან პრაქტიკაზე დაფუძნებულ, სრულფასოვან, საერთაშორისო დონის პროფესიულ განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) დარგში.
სტეპი თანამედროვე პროგრამების დანერგვით, პრაქტიკოსი ლექტორების დახმარებით და საკუთარი, ინოვაციური სასწავლო სივრცით, განათლებაზე არსებულ სტანდარტულ ხედვებს გარდაქმნის თანამედროვე აზროვნებად. სტეპის ძლიერი კარიერული ცენტრით უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებას, სწავლის პროცესში აუცილებელი, პროფესიული HARD და SOFT უნარების გამომუშავებას, კომპიუტერულ აზროვნების ჩამოყალიბებას და სტუდენტს პირდაპირ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ამზადებს.
როგორც გლობალური ლიდერი ბრენდი, IT აკადემია STEP-ი 1999 წლიდან არის მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში, კი უკვე 2 ქალაქში, 2 ფილიალით არის წარმოდგენილი - თბილისი და თელავი.
ამასთან, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გვანცა ზადიშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
15.08.2026.20:45
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
გვანცა ზადიშვილის ისტორია არ გაჩერების ნათელი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.
დღეს გვანცა მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია.
გვანცასთვის ფარიკაობა მალევე იქცა იმ საქმედ, რომლის დათმობაც აღარ უნდოდა. ვარჯიშმა და შეჯიბრებებმა თანდათან მისი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და სპორტულმა შედეგებმაც არ დააყოვნა.
მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 2023 წელს, პიზაში მოვიდა. საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გვანცამ მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს გამარჯვება გვანცას კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა, მას შემდეგ მან კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწია - გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთხელ შეძლო საერთაშორისო ტურნირებზე მედლის მოპოვება და საკუთარი შედეგების გაუმჯობესება.
2026 წლის ივნისში, მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გვანცამ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპორტსმენად ჩამოყალიბდა.
გვანცასთვის ეს შედეგები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. თითოეული მედლის უკან დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება დგას. თითოეული გამარჯვება კი იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც გვანცამ სპორტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად გაიარა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკის მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
გვანცას ისტორია კი აჩვენებს, რომ ჩემპიონობა ერთი კონკრეტული მედლით ან ერთი შეჯიბრებით არ განისაზღვრება. ის იქმნება წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით, მუდმივი განვითარებით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერებით.
გვანცა უკვე მზად არის შემდეგი გამარჯვებისთვის.
ჩემპიონები უკვე მზად არიან,
ახლა ბრენდების ჯერია.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?