მიიღეთ 15%-იანი ქეშბექი Roamingo-ში სამოგზაურო ინტერნეტის PLUS ბარათით შეძენისას
საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზებების შექმნას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Roamingo-სთან ერთად PLUS მომხმარებლებს ქეშბექ აქციას სთავაზობს.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის PLUS ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Roamingo-ში სამოგზაურო ინტერნეტის შეძენისას 15%-იანი ქეშბექი მიიღონ.
თუ ჯერ არ გაქვთ PLUS ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, საქართველოს ბანკის მობილბანკში, ფიზიკური ბარათის შერჩევის შემთხვევაში, მას ბანკის სასურველ ფილიალში მიიღებთ, ციფრული PLUS ბარათის გააქტიურება კი წამებში, მობილბანკიდან არის შესაძლებელი.
Roamingo-ს პაკეტების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები კი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.