მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე საქართველოს ნაწილ-ნაწილ გადახდისას
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებლებს, პარტნიორ კომპანია კომფორტერთან ერთად სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.
აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, 29 აგვისტოს ჩათვლით, კომფორტერის ყაზბეგის ფილიალში, ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდის გამოყენებისას, შერჩეულ კოლექციაზე 25%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.
ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ და დარჩენილი თანხა მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ.
ინფორმაციისთვის, შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ კომფორტერის ყაზბეგის ფილიალში, ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდის გამოყენებისას.
სხვა სიახლეები
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება
22.10.2026.18:55
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო.
22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა.
თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად, ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.