მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით
საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში ავითარებს ემიგრანტებისთვის მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რათა მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ საბანკო მომსახურებით.
ემიგრანტებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ კომფორტის საკითხია, არამედ ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
სწორედ ამ მიზნით, ბანკი ემიგრანტებს სთავაზობს ფულადი გზავნილების გაგზავნას ან მიღებას მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით. თანხის კონვერტაცია ხორციელდება ონლაინ, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მართონ საკუთარი ფინანსები, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია გზავნილების ისეთი სისტემებიდან, როგორებიცაა: Western Union, Rico, Gram, Elva, Intel Express, Ria, MoneyGram და სხვა.
თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, შემოუერთდით Facebook ჯგუფს და პირველებმა გაიგეთ საქართველოს ბანკის მიერ, სპეციალურად ემიგრანტებისთვის, დაგეგმილი წამახალისებელი კამპანიების, შეთავაზებებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
24.08.2026.18:04
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია.
თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი კლუბის 10 მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება, ერთი წლის განმავლობაში.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც კლუბის მოქმედ მოსწავლეებს, ისე ბავშვებს, რომლებსაც ჭადრაკის შესწავლა სურთ. პროგრამაში მონაწილეობა 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მთავარი კრიტერიუმი კი ინტერესი და მოტივაციაა.
სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე.
რეგისტრაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამოტივაციო წერილს, რომელიც ბავშვის ინტერესების, მიზნებისა და მოტივაციის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას გულისხმობს. ფოთის საჭადრაკო კლუბთან პარტნიორობით კი ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს როგორც მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელებას, ისე ახალი თაობის ჩემპიონებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.