მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ მოლებში სუპერ PLUS ბარათით შოპინგისას
Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ მრავალფეროვანი შეთავაზებებით, რომლებიც განსხვავებულ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.
ამჯერად, ბანკი სუპერ PLUS ბარათის მფლობელებს პარტნიორ მოლებში შოპინგისას დამატებით სარგებელს სთავაზობს - 27 ნოემბერს, City Mall-ში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში გადახდისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 40%-ს PLUS ქულების სახით დაიბრუნებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის).
შეთავაზება შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიებზე ვრცელდება და სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკში, აქტიური SUPER ნაკრების ქონა და გადახდის საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს SUPER ნაკრები და სუპერ PLUS ბარათი, გაიაქტიურეთ პირდაპირ მობილბანკიდან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.