მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო CEO ზედიზედ მეექვსედ გახდა
ქართველი მილიარდერი, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ყაზახეთის განვითარების ფორუმზე „წლის საუკეთესო CEO“. ზედიზედ მეექვსედ გახდა.
„მადლობას ვუხდით ჟიურის მაღალი შეფასებისთვის. ეს არის მთელი ჩვენი გუნდის თავდადებული შრომის შედეგი“, - აღნიშნა ლომთაძემ.
„ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება თანამედროვე სერვისების დახმარებით და ვამაყობთ, რომ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ ყაზახეთში. ჩვენ ვეცდებით გავაგრძელოთ ყაზახეთის მოსახლეობის გაოცება და აღფრთოვანება უახლესი ციფრული სერვისებით. მადლობას ვუხდით ჩვენს საყვარელ კლიენტებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო სამთავრობო ხელისუფლებას ქვეყნის ციფრული განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის.”
საუკეთესო მენეჯერებს ყოველწლიურად ადგენს Kazakhstan Growth Forum-ი.
სხვა სიახლეები
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
22.05.2026.16:57
18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.
სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.
სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა “NICE” 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული.