მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა

news image
mbc image

დაზოგვის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და მომგებიანი ხდება. მიკრობანკმა ემბისიმ მომხმარებლებს წარუდგინა ანაბარი, რომელიც ბაზარზე სარგებლის მიღების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

ბაზარზე ყველაზე მაღალი სარგებელი, 100%-იანი დაზღვევა, მოქნილი თარიღები და თანხის ნებისმიერ ეტაპზე დამატების შესაძლებლობა - სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავს ემბისის ახალი ვადიანი ანაბრის უნიკალურობას. ამასთანავე, პროდუქტი გამოირჩევა განსაკუთრებული მოქნილობით - დანაზოგის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით, მათ შორის განიხილება 2 წელზე მეტი პერიოდიც.

რაც შეეხება ანაბრის პირობებს, ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 13.5%-მდეა, ხოლო აშშ დოლარში - 6.8%-მდე. აღსანიშნავია, რომ ემბისი ყველა ვადაზე ბაზარზე უპრეცედენტო სარგებელს სთავაზობს მომხმარებელს.

„ხშირად მომხმარებელს რთული არჩევანის გაკეთება უწევდა მაღალ საპროცენტო სარგებელს, უსაფრთხოებას და ვადიან ანაბარზე თანხის დამატების შესაძლობლობას შორის - მეტიც, წარსულში მაღალი განაკვეთი ხშირად დიდ რისკებთანაც კი ასოცირდებოდა. ემბისიმ ბევრი იმუშავა ამ ბარიერის მოსახსნელად და შევქმენით პროდუქტი, სადაც მომხმარებელი ერთ პაკეტში იღებს მაქსიმალურ სარგებელს, 100%-იან დაზღვევას, მოქნილობას თარიღების ჭრილში და თანხის თავისუფლად დამატების უფლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შეთავაზება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის - ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი სწორედ ამ სეგმენტზე ზრუნვაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ბაზარზე მათთვის ასეთი მაღალი სარგებლისა და დაცულობის კომბინაციას სხვა ვერავინ უზრუნველყოფს,“ - აღნიშნავს ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.

გია პეტრიაშვილი, მიკრობანკი ემბისის გენერალური დირექტორი:

„მიგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანი და ბიზნესი იმსახურებს, რომ მათი შრომის შედეგი უსაფრთხოდ ინახებოდეს და მაღალ სარგებელს აგენერირებდეს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე შევქმენით კონკურენტებისგან განსხვავებული პროდუქტი. ემბისის მომხმარებლის დანაზოგი გარანტირებულად დაცულია, საპროცენტო სარგებელი კი ყველაზე მაღალია საბანკო სექტორში, რასაც თანხის დამატების შესაძლებლობაც ემატება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ანაბრის ვადის დასრულებისთვის მისი მიზნებიდან გამომდინარე განსაზღვროს სასურველი კონკრეტული თარიღი.

ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით არსებულ 18 სერვისცენტრში, 220,000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურა. კომპანიის მაღალ სანდოობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა და სამაგალითო რეპუტაციაც ადასტურებს. ემბისის პარტნიორთა შორის არიან ისეთი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, როგორებიცაა: ResponsAbility, Symbiotics, DWM, Triple Jump, Incofin და სხვა.“

ემბისი ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში ლიცენზირებული პირველი მიკრობანკია და დეპოზიტების მიმართულებით, ბაზარზე მოქმედი მსხვილი ბანკების იდენტურ მკაცრ რეგულაციებს აკმაყოფილებს. ამავდროულად, ემბისი პირველი და ერთადერთი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომლის ინვესტორიც საქართველოს საპენსიო ფონდია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ინსტიტუციურ სტაბილურობასა და მაღალ პასუხისმგებლობას.

„დარწმუნებული ვართ, მომხმარებელი კარგად გადაიაზრებს ანაბრების მიმართულებით ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს და გადაწყვეტილებას ემბისის სასარგებლოდ მიიღებს. ემბისიში მათ დანაზოგს 100%-იანი უსაფრთხოება ექნება და მოუტანს ყველაზე მაღალ სარგებელს გახსნის დღიდანვე,“ - აცხადებს გია პეტრიაშვილი.

მიკრობანკი ემბისის ანაბრების პირობების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

21.10.2026.13:10

თიბისი კაპიტალი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და თიბისი ბანკის შემადგენელი ნაწილი ხდება. ამჟამად ის ბანკის შვილობილი კომპანია და ცალკე იურიდიული პირია. გაერთიანების დასრულების შემდეგ თიბისი კაპიტალი საქმიანობას უშუალოდ ბანკის სტრუქტურაში თიბისი კაპიტალის ბრენდით გააგრძელებს.

თიბისი კაპიტალი 1999 წლიდან საქმიანობს და დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ის მომხმარებლებს საინვესტიციო და საბროკერო, კაპიტალის ბაზრების, კვლევით და შერწყმა-შეძენის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. მისი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა Euromoney-ს ჯილდო - 2026 წელს თიბისი კაპიტალი მეორედ დასახელდა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.

თიბისი კაპიტალის არსებული მომხმარებლები მომსახურებით ჩვეულებრივ და შეუფერხებლად გააგრძელებენ სარგებლობას. გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების განახლება მხოლოდ თიბისი ბანკში იქნება საჭირო და ერთი და იმავე პროცესის ცალ-ცალკე გავლა აღარ მოუწევთ. თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის კი, რომლებიც საინვესტიციო მომსახურებით ჯერ არ სარგებლობენ, ანგარიშის გახსნის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი გახდება - გამოყენებული იქნება ბანკში უკვე არსებული ინფორმაცია.

გაერთიანება მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - თიბისი ბანკისა და თიბისი კაპიტალის რესურსების გაერთიანება ახალი პროდუქტებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„თიბისი კაპიტალი დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია და გვინდა, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაფართოოთ. გაერთიანებით მომხმარებლებისთვის საინვესტიციო მომსახურებით სარგებლობა უფრო მარტივი გახდება და ახალი პროდუქტების შექმნის მეტი შესაძლებლობა გვექნება“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

გაერთიანების შემდეგ უცვლელი რჩება თიბისი კაპიტალის ბრენდი, გუნდი და მომსახურების პირობები. ყველა მიმართულება საქმიანობას თიბისი კაპიტალის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.

გაერთიანებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა უკვე მიღებულია. პროცესი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა