მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

მიკრობანკი ემბისი ბელგიური Incofin-ისგან 2 მლნ დოლარის ინვესტიციას იზიდავს

news image
mbc image

მიკრობანკმა ემბისიმ ბელგიური საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Incofin Investment Management-თან მორიგ წარმატებული ტრანზაქცია განახორციელა და 2 მლნ აშშ დოლარის არაუზრუნველყოფილი ინვესტიცია მოიზიდა.

აღნიშნული ფინანსური რესურსი კომპანიას საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მოქნილი გახადოს დაფინანსების პირობები. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებლები - განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები - უფრო ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ.

ამასთან, ემბისისა და Incofin-ს მრავალწლიანი, სტაბილური პარტნიორობა აკავშირებთ. გლობალური ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან არაუზრუნველყოფილი სესხის გამოყოფა მიკრობანკის ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობისა და საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ნდობის მკაფიო დასტურია.

ზოგადად, ემბისის საერთაშორისო აქტივობა წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. 2025 წელს, კომპანიის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულმა სახსრებმა ჯამურად 54 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

ამასთანავე, 2025 წლის განმავლობაში, „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ემბისიმ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ჯამში 60 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა. აღნიშნული ემისია კომპანიისთვის რიგით მეოთხე გახლდათ.

ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ემისიაზე ემბისის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა, რაც საპენსიო ფონდის მხრიდან მიკრობანკებთან პარტნიორობის დაწყების პირველი პრეცედენტია.

რაც შეეხება უშუალოდ Incofin Investment Management-ს, იგი ბელგიური საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქმიანობას 2001 წლიდან ეწევა და ორიენტირებულია პოზიტიური გავლენის ინვესტიციებზე (Impact Investing). კომპანიის მისიას მსოფლიოს მასშტაბით მცირე, საშუალო და აგრობიზნესების განვითარების ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

21.10.2026.13:10

თიბისი კაპიტალი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და თიბისი ბანკის შემადგენელი ნაწილი ხდება. ამჟამად ის ბანკის შვილობილი კომპანია და ცალკე იურიდიული პირია. გაერთიანების დასრულების შემდეგ თიბისი კაპიტალი საქმიანობას უშუალოდ ბანკის სტრუქტურაში თიბისი კაპიტალის ბრენდით გააგრძელებს.

თიბისი კაპიტალი 1999 წლიდან საქმიანობს და დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ის მომხმარებლებს საინვესტიციო და საბროკერო, კაპიტალის ბაზრების, კვლევით და შერწყმა-შეძენის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. მისი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა Euromoney-ს ჯილდო - 2026 წელს თიბისი კაპიტალი მეორედ დასახელდა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.

თიბისი კაპიტალის არსებული მომხმარებლები მომსახურებით ჩვეულებრივ და შეუფერხებლად გააგრძელებენ სარგებლობას. გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების განახლება მხოლოდ თიბისი ბანკში იქნება საჭირო და ერთი და იმავე პროცესის ცალ-ცალკე გავლა აღარ მოუწევთ. თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის კი, რომლებიც საინვესტიციო მომსახურებით ჯერ არ სარგებლობენ, ანგარიშის გახსნის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი გახდება - გამოყენებული იქნება ბანკში უკვე არსებული ინფორმაცია.

გაერთიანება მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - თიბისი ბანკისა და თიბისი კაპიტალის რესურსების გაერთიანება ახალი პროდუქტებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„თიბისი კაპიტალი დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია და გვინდა, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაფართოოთ. გაერთიანებით მომხმარებლებისთვის საინვესტიციო მომსახურებით სარგებლობა უფრო მარტივი გახდება და ახალი პროდუქტების შექმნის მეტი შესაძლებლობა გვექნება“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

გაერთიანების შემდეგ უცვლელი რჩება თიბისი კაპიტალის ბრენდი, გუნდი და მომსახურების პირობები. ყველა მიმართულება საქმიანობას თიბისი კაპიტალის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.

გაერთიანებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა უკვე მიღებულია. პროცესი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა