მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

მიკრობანკი ემბისის უნიკალური ანაბარი - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მხრიდან სრული დაზღვევა ლიმიტის ფარგლებში

news image
mbc image

დაზოგვის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და მომგებიანი გახდა - მიკრობანკმა ემბისიმ მომხმარებლებს წარუდგინა ანაბარი, რომელმაც ბაზარზე სარგებლის მიღების ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.

როგორც ემბისის საოპერაციო დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია აღნიშნავს, ახალი ვადიანი ანაბრის წარდგენიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა, კომპანია კი უკვე უამრავ დადებით უკუკავშირს იღებს:

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომუნიკაციისას მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნავს - მათ ბაზარზე არსებული პირობები დეტალურად შეადარეს და ემბისი სწორედ საუკეთესო პირობების გამო აირჩიეს.

ეთო ჩაჩიბაია, მიკრობანკის ემბისის საოპერაციო დირექტორი:

– როგორც იცით, ემბისიმ მიკრობანკის ლიცენზია 2024 წლის ბოლოს მოიპოვა. მანამდე, თითქმის 12 წლის განმავლობაში, კომპანია ქართულ ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახით ოპერირებდა, ლიცენზირების შემდეგ კი საქართველოში პირველი მიკრობანკი გახდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, აქტიურად ვმუშაობთ ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვაზე და მათ ეტაპობრივად ვთავაზობთ მომხმარებლებს.

ემბისის მიმდინარე სიახლე უნიკალური ვადიანი ანაბარი გახლავთ, რომელზეც დიდი ხანი ვმუშაობდით. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ბაზარზე უნდა გამოგვეტანა განსხვავებული პროდუქტი და ვფოკუსირდით ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა: მაღალი სარგებელი, ანაბარზე თანხის ნებისმიერ დროს დამატების შესაძლებლობა, ვადებში მოქნილობა და უსაფრთხოება. ვფიქრობ, სწორედ ეს ბალანსი იქცა ამ პროდუქტის მთავარ უპირატესობად.

ემბისის ვადიანმა ანაბარმა ბაზარზე გამოჩენამდე კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა. შევისწავლეთ მომხმარებელთა მოთხოვნები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მთავარი ტენდენცია: ხშირად მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უწევდა მაღალ სარგებელსა და უსაფრთხოებას, ან მაღალ პროცენტსა და თანხის დამატების შესაძლებლობას შორის.

ჩვენი მიზანი სწორედ ამ ბარიერების მოხსნა და ყველა ამ კომპონენტის ერთ პაკეტში გაერთიანება იყო. შედეგად მივიღეთ უნიკალური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საბანკო სექტორში ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს, გარანტირებულ დაცულობას, თანხის დამატების შესაძლებლობასა და მოქნილ ვადებს.

– მოდით დეტალურად ვისაუბროთ ამ კომპონენტებზე. დავიწყოთ ანაბრის პირობებით და იმის განმარტებით, რას გულისხმობს მოქნილი ვადები?

– უპირველესად აღვნიშნავ, რომ ემბისის შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 13.5%-მდეა, ხოლო აშშ დოლარში - 6.8%-მდე. სტანდარტულად, დანაზოგის განთავსება 2 წლის ვადითაა შესაძლებელი, თუმცა ინდივიდუალურად უფრო ხანგრძლივ პერიოდსაც განვიხილავთ.

მომხმარებელი თავად ირჩევს მისთვის სასურველ ნებისმიერ თარიღს და სარგებლის დარიცხვის პერიოდულობას - თვის ბოლოს ან ანაბრის ვადის დასრულებისას.

რაც შეეხება თანხის ნებისმიერ დროს დამატების საშუალებას: ბაზარზე, რა თქმა უნდა, არსებობს ანაბრები ამ შესაძლებლობით, თუმცა ვერ ნახავთ პროდუქტს, რომელიც ერთდროულად მაქსიმალურ სარგებელსაც გთავაზობთ და თანხის თავისუფლად დამატების უფლებასაც. ჩვენ ეს ბალანსი უპირატესობად ვაქციეთ.

– რას ნიშნავს ანაბრის 100%-იანი დაზღვევა?

– უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - ყველას სურს, რომ მისი დანაზოგი იყოს დაცული და მაქსიმალურ სარგებელს აძლევდეს. ემბისი მონაწილეობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში, შესაბამისად, მიკრობანკში განთავსებული ანაბრები 50,000 ფარგლებში სრულად არის დაზღვეული დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ.


ემბისის ვადიანი ანაბრის მაქსიმალური ლიმიტი 50,000 ლარია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დარწმუნებულნი იყვნენ მათი თანხის უსაფრთხოებაში. სახელმწიფოს დაზღვევის სისტემა ძალიან ეფექტურია, ხოლო ემბისი, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული მიკრობანკი, დეპოზიტების მიმართულებით ბაზარზე მოქმედი მსხვილი ბანკების იდენტურ მკაცრ რეგულაციებს აკმაყოფილებს.

– როგორ უნდა გახსნას მომხმარებელმა თქვენთან ანაბარი, რა ეტაპების გავლა მოუწევს?

– როგორც იცით, ემბისი ამ ეტაპზე 18 ფილიალითაა წარმოდგენილი და თითქმის მთელ საქართველოს ფარავს. ამ დროისთვის ანაბრის გასახსნელად ფილიალში ვიზიტია საჭირო, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ახალ საბანკო პროდუქტებს ეტაპობრივად ვნერგავთ. უკვე წელზე მეტია აქტიურად ვმუშაობთ ინტერნეტბანკზე და იმედი გვაქვს, სულ მალე, რამდენიმე თვეში, ჩვენი მომხმარებლები ამ მომსახურების სრულად დისტანციურად მიღებას შეძლებენ.

ფიზიკურ პირს ფილიალში ვიზიტისას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოეთხოვება, თანხის განთავსება კი შესაძლებელია როგორც სალაროდან, ისე გადმორიცხვით.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ანაბარი აბსოლუტურად იდენტური პირობებითაა ხელმისაწვდომი როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. როგორც წესი, ბაზარზე იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი ბევრად ნაკლებია. თუმცა, ვინაიდან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი ემბისისთვის მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენ განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ და ორივე კატეგორიისთვის სრულიად თანაბარი, უპრეცედენტო პირობები შევიმუშავეთ.

– როგორი მოლოდინები გაქვთ ახალ პროდუქტთან დაკავშირებით?

– ჯერ ერთი თვე არ არის, რაც ვადიანი ანაბარი წარვადგინეთ და უამრავ დადებით უკუკავშირს ვიღებთ როგორც ფილიალებში, ისე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომუნიკაციისას მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნავს - მათ ბაზარზე არსებული პირობები დეტალურად შეადარეს და ემბისი სწორედ საუკეთესო პირობების გამო აირჩიეს.

რა თქმა უნდა, სანამ პროდუქტს გამოვიტანდით, ზუსტი გათვლები გვქონდა და დღეს დარწმუნებულები ვართ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწევთ. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთავაზება განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენენ. მომხმარებლებს მოვუწოდებ, თავადაც გადახედონ ბაზარზე არსებულ ალტერნატივებს, შეადარონ პირობები, გადაიაზრონ და თავად დარწმუნდნენ ემბისის უპირატესობაში.

– და ბოლოს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ემბისის ინვესტორია საქართველოს საპენსიო ფონდი, რას ნიშნავს ეს მომხმარებლისთვის და თავად კომპანიისთვის?

როგორც იცით, ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომელიც სახსრებს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან იზიდავს და გლობალურ კაპიტალზე აქვს წვდომა. საერთაშორისო პარტნიორები, ბუნებრივია, უმკაცრესად და გულდასმით სწავლობენ კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, მომგებიანობასა და რისკებს. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით და კონსერვატიული მიდგომებით აფასებს საპენსიო ფონდი, რაც განპირობებულია იმით, რომ ფონდი განკარგავს მოსახლეობის დანაზოგებს, შესაბამისად ვალდებულია მაქსიმალურად აირიდოს თავიდან ნებისმიერი ფინანსური რისკი და პრიორიტეტი სტაბილურობას მიანიჭოს.

ხაზგასასმელია, რომ ემბისი ერთადერთი მიკრობანკია საქართველოში, რომლის ინვესტორიც საპენსიო ფონდია, რაც უმაღლესი სანდოობის გარანტიაა. ასეთი მასშტაბის ინვესტორების ნდობა კომპანიისთვის საამაყოა, მომხმარებლისთვის კი - უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ ნდობას ჩვენი ორგანიზაციის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

21.10.2026.13:10

თიბისი კაპიტალი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და თიბისი ბანკის შემადგენელი ნაწილი ხდება. ამჟამად ის ბანკის შვილობილი კომპანია და ცალკე იურიდიული პირია. გაერთიანების დასრულების შემდეგ თიბისი კაპიტალი საქმიანობას უშუალოდ ბანკის სტრუქტურაში თიბისი კაპიტალის ბრენდით გააგრძელებს.

თიბისი კაპიტალი 1999 წლიდან საქმიანობს და დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ის მომხმარებლებს საინვესტიციო და საბროკერო, კაპიტალის ბაზრების, კვლევით და შერწყმა-შეძენის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. მისი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა Euromoney-ს ჯილდო - 2026 წელს თიბისი კაპიტალი მეორედ დასახელდა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.

თიბისი კაპიტალის არსებული მომხმარებლები მომსახურებით ჩვეულებრივ და შეუფერხებლად გააგრძელებენ სარგებლობას. გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების განახლება მხოლოდ თიბისი ბანკში იქნება საჭირო და ერთი და იმავე პროცესის ცალ-ცალკე გავლა აღარ მოუწევთ. თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის კი, რომლებიც საინვესტიციო მომსახურებით ჯერ არ სარგებლობენ, ანგარიშის გახსნის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი გახდება - გამოყენებული იქნება ბანკში უკვე არსებული ინფორმაცია.

გაერთიანება მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - თიბისი ბანკისა და თიბისი კაპიტალის რესურსების გაერთიანება ახალი პროდუქტებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„თიბისი კაპიტალი დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია და გვინდა, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაფართოოთ. გაერთიანებით მომხმარებლებისთვის საინვესტიციო მომსახურებით სარგებლობა უფრო მარტივი გახდება და ახალი პროდუქტების შექმნის მეტი შესაძლებლობა გვექნება“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

გაერთიანების შემდეგ უცვლელი რჩება თიბისი კაპიტალის ბრენდი, გუნდი და მომსახურების პირობები. ყველა მიმართულება საქმიანობას თიბისი კაპიტალის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.

გაერთიანებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა უკვე მიღებულია. პროცესი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა