მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

მიკრობანკმა ემბისიმ მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ფორუმში

news image
mbc image

15 ივლისს, მიკრობანკმა ემბისიმ მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ფორუმში: „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership 4SDGs), რომელიც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის თემას მიეძღვნა.

ფორუმის ფარგლებში, ემბისის კორპორაციული მდგრადობის გუნდის წარმომადგენელი ჩაერთო პანელურ დისკუსიაში - "მდგრადი დაფინანსება პრაქტიკაში: ფინანსური სექტორი, როგორც მწვანე გადასვლის ხელშემწყობი საქართველოში", სადაც განიხილეს ფინანსური სექტორის როლი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, ასევე ისაუბრეს ESG პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე, მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე. 

ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI) სტრატეგიასა და მწვანე საინვესტიციო პოლიტიკაზე, ჯანდაცვისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში მდგრადი პრაქტიკების დანერგვასა და მათ გავლენაზე ბიზნესის გრძელვადიან განვითარებაში.

როგორც მიკრობანკ ემბისიში აცხადებენ, ფორუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

„ემბისისთვის მდგრადი დაფინანსება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. უკვე წლებია, ვაძლიერებთ ფინანსურ პრაქტიკებს და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოში მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშემწყობ ინიციატივებს. გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“ - ამბობს ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Partnership 4SDGs ყოველწლიური ფორუმია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ფინანსური სექტორის ლიდერებს, კომპანიებს, ბიზნესასოციაციებსა და ინვესტორებს აერთიანებს. წლევანდელი ღონისძიება ქალაქ ბათუმში, შვედეთის დაფინანსებით, პროექტის - „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Starbucks-ი იაპონიის ბაზარზე საკონტროლო წილის გაყიდვას განიხილავს

21.09.2026.19:00

Starbucks-ის მიერ იაპონიის ბიზნესში საკონტროლო წილის გაყიდვის შესაძლებლობა განიხილება, რაც პოტენციურ გარიგებაში ყავის ქსელის უმსხვილეს, თავად კომპანიის მიერ ოპერირებად ბაზარს დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად შეაფასებდა. მსოფლიოს უმსხვილესი ყავის ქსელის იაპონიის ბიზნესი 1 883 ობიექტს მოიცავს და 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, Starbucks-ის გლობალური ქსელის თითქმის 9%-ს შეადგენს. წყაროების ცნობით, Starbucks-მა რამდენიმე ფინანსურ მრჩეველს ბიზნესის შესაძლო გარიგების ვარიანტებზე წინადადებების წარმოდგენა სთხოვა და საკონტროლო წილის გაყიდვის შესაძლებლობასაც განიხილავს. Starbucks Japan-ის საბაზრო შეფასება საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა წყაროების თქმით, ბიზნესი შესაძლოა დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად შეფასდეს.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, საბოლოოდ გასაყიდი წილის მოცულობა ჯერ განსაზღვრული არ არის, ხოლო შეფასება, რომლის მიღებასაც Starbucks საბოლოოდ ისურვებს, მოლაპარაკებების საგანი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა