მილანში „ლა გაზეტა ჯორჯია”-ს მუშაობა შეაჯამეს
მილანში, La Gazzetta dello Sport-ის სათაო ოფისში, ლა გაზეტა ჯორჯიას წარმომადგენლებსა და გამოცემის ხელმძღვანელობას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეაჯამეს პროექტის აქამდე გაწეული მუშაობა და განიხილეს სამომავლო გეგმები. იტალიური მხარის შეფასებით, ლა გაზეტა ჯორჯია ბრენდისთვის წარმატებული საერთაშორისო პროექტია.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი: „მილანში ლა გაზეტა დელო სპორტის დირექტორთან ყოველწლიური ანგარიშის შეხვედრა გვქონდა, სადაც ჩვენი აქამდე გაწეული საქმიანობა პოზიტიურად შეფასდა. ეს დიდი მოტივაციაა ჩვენი გუნდისთვის კიდევ უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელებთ მუშაობას ქართველი მკითხველისთვის. ასევე, რაც არანკლებ მნიშვნელოვანია, დავისახეთ გეგმა, რომ საქართველოს წარმატებული გამოცდილება გავიმეოროთ რუმინეთში - La Gazzetta dello Sport Romania ეგიდით.

შეგახსენებთ, რომ იტალიური ისტორიული ბრენდის ქართული ანალოგი საქართველოში 2024 წლიდან ოპერირებს და მკითხველს ყოველდღიურად აწვდის სპორტულ ინფორმაციას როგორც ვებგვერდის, ისე სოციალური მედიის საშუალებით. გამოცემა აშუქებს საქართველოში გამართულ ყველა სპორტულ ღონისძიებას, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას.
La Gazzetta dello Sport Georgia

სხვა სიახლეები
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - დეტალები
14.07.2026.17:35
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში სტარბაქსი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც ფლობს Alshaya ჯგუფი. Alshaya ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუვეითური ჯგუფი, რომელიც ფლობს ევრაზიაში და არამარტო კიდევ უფრო მეტ რეგიონში სტარბაქსის გენერალურ ფრანჩიზას შესაბამისად, მხოლოდ ამ კომპანიას აქვს უფლება ჩვენს რეგიონში გახსნას სტარბაქსი. სტარბაქსთან ერთად კომპანიას აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიც არის მაგალითად H&M, Victoria's Secret, Shake Shack
და ბევრი სხვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ სტარბაქსით და არ
შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიც მაგალითად არის Primark-ი. რაც შეეხება მნიშვნელობას, ეს კომპანია არის დაახლოებით 30 მილიარდის ღირებულების შესაბამისად, ესეთი კომპანიის დაინტერესება საქართველოთი არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე თუ შევხედავთ თვითონ ბრენდს ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ მაღალმხარჯველიანი ტურისტები მოვიზიდოთ, ამიტომ როდესაც საუბარია სერვისებზე და სხვადასხვა ტიპის ბრენდებზე რა თქმა უნდა სტარბაქსი არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელიც განვითარებულ ქალაქებს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს და მოხარულები ვართ რომ თბილისი უკვე ამ რიგებს შეუერთდა.
იქედან გამომდინარე, რომ კომპანია უკვე პირველივე კვირას ხედავს რომ წარმატებულია და ხალხმა იცის ბრენდი, ვგეგმავთ აუცილებლად კომპანიასთან ერთად ვიმუშაოთ ახალ ლოკაციებზე, ახალ ქალაქებზე და ამის შესახებ ალბათ ძალიან მალე გაგაგებინებთ“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.