მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მილიონზე მეტი მგზავრი საბაგიროზე - განახლებული ინფრასტრუქტურა და მთაწმინდის პარკის 2026 წლის მთავარი გეგმები

news image
mbc image

„თბილისის სავიზიტო ბარათი“ განვითარების ახალ ეტაპზეა. მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park-ისთვის 2025 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა - აღდგენილმა საბაგირომ ტრანსპორტირების პრობლემა მინიმუმამდე დაიყვანა, ვიზიტორების რაოდენობამ კი რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და „თბილისის სავიზიტო ბარათი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორ უმკლავდება დედაქალაქის მთავარი სარეკრეაციო ზონა გაზრდილ ნაკადებს, რა სტრატეგიული გეგმები აქვს მენეჯმენტს 2026 წლისთვის და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ დეტალებზე Business Insider Georgia მთაწმინდის პარკის პიარისა და ღონისძიებების მენეჯერს ეთო გიგიაძეს ესაუბრა. 

როგორ შეაჯამებდით 2025 წელს მთაწმინდის პარკისთვის?  2025 წლის მონაცემებით, როგორი იყო ბალანსი ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს შორის? დაფიქსირდა თუ არა ვიზიტორების რაოდენობის ზრდა წინა წლებთან შედარებით?

წლიდან წლამდე პარკის ვიზიტორების რაოდენობა დინამიურად იზრდება, გაზრდილია როგორც ადგილობრივი ვიზიტორების, ასევე ტურისტების რაოდენობაც. მონაცემებზე დაკვირვების შესაძლებლობას ყველაზე ნათლად საბაგირო და ფუნიკულიორი გვაძლევს, მაგალითად, მხოლოდ საბაგიროთი 2025 წელს მილიონზე მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა.

რომელი ატრაქციონი ან ლოკაცია იყო 2025 წლის უპირობო „ბესტსელერი“ და რით ხსნით მომხმარებლის ამგვარ ინტერესს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალგახსნილ საბაგიროზე ძალიან დიდია ინტერესი. ასეთივე დიდი დაინტერესებით და თავისი ისტორიულობით გამოირჩევა ფუნიკულიორი.  ყველაზე პოპულარული ატრაქციონებია გიგანტური ბორბალი, რომელიც დედაქალაქის სავიზიტო ბარათიცაა, და ასევე, ამერიკული მთები - ექსტრემალური ზონის ყველაზე მოთხოვნადი ატრაქციონია.

რა არის 2026 წლის მთავარი სტრატეგიული მიზანი? გეგმავთ თუ არა პარკის კონცეფციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას „ოჯახური დასვენების“ მიმართულებით?

მთაწმინდის პარკში ყოველწლიურად ზრუნავს განვითარებასა და სერვისების გაფართოებაზე. მხოლოდ გასული წლით, რომ ვიმსჯელოთ, უამრავი სიახლე გვქონდა: გაიხსნა განახლებული საბაგირო, მასთან ახლოს კი  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ფუდკორტი. სიახლეები გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, საოჯახო ზონაში გაიხსნა თოკების ქალაქი, ექსტრემალურში - ლაზერული თამაშების უზარმაზარი სივრცე. სიახლეებს ვგეგმავთ მომავალშიც, უკვე ვმუშაობთ რამდენიმე საინტერესო პროექტზე.

მთაწმინდის პარკის ფუდკორტი საბაგიროს ზედა სადგურთან რამდენიმე კვების ობიექტს აერთიანებს. რა სიახლეები დახვდებათ ამ სივრცეში სტუმრებს? 

ფუდკორტი პარკის უახლესი და მნიშვნელოვანი პროექტია. შეიქმნა თანამედროვე, მყუდრო და განსაკუთრებულად ლამაზი გარემო, რომელიც კვების რამდენიმე ობიექტს მოიცავს. აქ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს ქართული და საერთაშორისო ბრენდის რესტორნების კერძები. შეიძლება ითქვას, ფუდკორტი სხვადასხვა გემოვნების ადამიანზეა მორგებული. ეს სივრცე წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩეულია და სივრცე შესაძლებლობას გაძლევთ, დაგეგმოთ ოჯახური, მეგობრების თუ საქმიანი შეხვედრა.

მთაწმინდის პარკი ფესტივალებისა და ივენთების ეპიცენტრია. რას უნდა ველოდოთ 2026 წელს? იგეგმება თუ არა ახალი ტიპის ფესტივალები ან საერთაშორისო პროექტები?

რა თქმა უნდა, წელსაც დატვირთული იქნება მთაწმინდის პარკი სხვადასხვა მასშტაბური და საინტერესო ფესტივალებით, ჩატარდება როგორც ტრადიციად ქცეული, ასევე  ახალი ღონისძიებები. წინასწარ დაანონსება სამწუხაროდ არ შემიძლია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ წელს ისე როგორც აქამდე მთაწმინდის პარკი კვლავ გაანებივრებს ჩვენს ვიზიტორებს საინტერესო ღონისძიებებით.  აქვე მინდა აღვნიშნო საბაგიროსა და ფუდკორტის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი სივრცის შესახებ, რომელმაც გასულ წელს არაერთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა

 

მთაწმინდის პარკი ქალაქის „ფილტვებია“. რა სამუშაოები ტარდება რეკრეაციული ზონის შესანარჩუნებლად და იგეგმება თუ არა ახალი გამწვანებული სივრცეების მოწყობა?

მრავალწლიანი დაუღალავი სამუშაობის შედეგია სწორედ ის, რომ ქალაქის "ფილტვები" გამართულად მუშაობს. ჩვენი ლანდშაფტისა და დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიური უწყვეტი შრომის შედეგად გვაქვს სუფთა, მოწესრიგებული და გამწვანებული სივრცე. ტარდება როგორც მცენარეების გადახალისება, მრავალწლოვანი ხეებისა და ბუჩქოვანი მცენარეების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა, ირგვება უამრავი ახალი სეზონური და მრავალწლოვანი მცენარე. გვაქვს საკუთარი სათბურიც, რომელშიც ჩვენს სპეციალისტებს უამრავი ჯიშის მცენარე გამოჰყავთ და შემდეგ უკვე პარკის ტერიტორიას გვილამაზებენ

რამდენად ეფექტურად უმკლავდება არსებული ტრანსპორტი (ფუნიკულიორი, ავტობუსები) გაზრდილ ნაკადებს და ხომ არ განიხილება ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება ამ მიმართულებით?

წინა წლებში ავტობუსით პარკამდე ვიზიტორების გადაადგილების პრობლემები შეიმჩნეოდა, გასულ წელს თუ დავაკვირდებით შეიძლება ითქვას, რომ საბაგიროს გახსნამ დიდი გავლენა მოახდინა ამ პრობლემის შემსუბუქებასა და მოგვარებაზე, ის რომ საბაგიროთი მგზავრობა სწრაფი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა და ის, რომ ეს მხოლოდ მგზავრობა არაა და ფაქტობრივად ცალკე ატრაქციაა, ვიზიტორებს არაჩვეულებრივ არჩევანს სთავაზობს და ფაქტია, რომ მას ძალიან ბევრი ირჩევს, რამაც ავტობუსებით გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ საბაგიროსთან ერთად პარკს ვიზიტორების გადაადგილებაში  ეხმარება ფუნიკულორიც, რომელიც ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ობიექტია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა