მიმდინარე კონფლიქტმა ფაქტობრივად მთელი ნაკადი, რაც მიდიოდა შუა აზიაზე ფოთის მიმართულებით გადმოამისამართა l მიხეილ ნამადოვი
მიმდინარე კონფლიქტმა ფაქტობრივად მთელი ნაკადი, რაც მიდიოდა შუა აზიაზე ბენდერ-აბასი ფოთის მიმართულებით გადმოამისამართა - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ირან-ამერიკის ომმა ფაქტობრივად მთელი ნაკადი, რაც კი მიდიოდა შუა აზიაზე ბენდერ-აბასით, ფოთის მიმართულებით გადმოამისამართა.
ფაქტობრივად, დღეს ფოთი მუშაობს სრულ დატვირთვაზე. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე კვირაში ველით იმას, რომ პიკზეც ავა. ყველა მიმართულებით პორტის გადამამუშავებელი სისტემა, რკინიგზა და სახმელეთო გადამზიდები, რა თქმა უნდა, ჩართულნი ვართ.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, ცალსახად, რომ შუა დერეფანი არ არის რამდენიმე წლის აჟიოტაჟური მოთხოვნა - ეს არის გრძელვადიანი პროცესი.
როცა მომზადებული გაქვს ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, შენ უკვე წინ ხარ, ვიდრე პირიქით, როცა თეორიაში ყვები და რაღაც ციფრებს ხაზავ გრაფიკებზე“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
სხვა სიახლეები
ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ ციფრული პლატფორმის შექმნა, დღეს უკვე გავუშვით და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ერთიანი ბაზარი, სადაც მოთამაშეები, ტვირთმფლობელები და კვალიფიციური გადამზიდები თავს დაცულად იგრძნობენ, გაერთიანებულად, ითანამშრომლებენ - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
13.07.2026.10:50
ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ ციფრული პლატფორმის შექმნა, დღეს უკვე გავუშვით და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ერთიანი ბაზარი, სადაც მოთამაშეები, ტვირთმფლობელები და კვალიფიციური გადამზიდები თავს დაცულად იგრძნობენ, გაერთიანებულად, ითანამშრომლებენ - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ ციფრული პლატფორმის შექმნა, დღეს უკვე გავუშვით და ვცდილობთ, რომ შევქმნათ ერთიანი ბაზარი, სადაც მოთამაშეები, ტვირთმფლობელები და კვალიფიციური გადამზიდები თავს დაცულად იგრძნობენ და გაერთიანებულად ითანამშრომლებენ, იმიტომ, რომ, როგორც მიხსენებია, საკმაოდ ფრაგმენტული ბაზარი გვაქვს. ფაქტობრივად, საქართველოში თითო კომპანიაზე საშუალოდ ტრაილერ-ნახევარი მოდის, ანუ ეს უტოპიაა.
ერთ-ერთ ლიტვურ კომპანიას ვიცნობ, რომელსაც 9 000 მანქანა ჰყავს, მთლიანად ევროპას ფარავს და ასევე ჩინეთი-ევროპის მიმართულებასაც.
ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება გაციფრულება. საკმაოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხია და ისინი, რა თქმა უნდა, განვითარებაში უნდა იყვნენ ჩართულები.
დღეს მუდმივად გვაქვს სარფი გაჭედილი, წითელი ხიდი, ხან წითელი ხიდი, მერე კიდევ ალიატის პორტი და ეს საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, იმიტომ, რომ, როდესაც მე მეკითხება დამკვეთი, რამდენ დღეში ჩავუტანთ, ძალიან მიჭირს ზუსტი პასუხის გაცემა“, - აცხადებს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.