მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროდუქცია მალე იაპონიის უმსხვილეს ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი - Montea
მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ Montea • ჩაისმთა-ს პროდუქცია სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება იაპონიის უმსხვილეს ბაზარზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში წელს. ირკვევა, რომ Montea-მ იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობს.
„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენი ორგანული ჩაის ბრენდი Montea წარმოდგენილია Foodex Tokyo 2025-ზე, რომელიც აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საკვები პროდუქტების გამოფენაა.
ჩვენი პრემიუმ ხარისხის მწვანე ჩაი Foodex Tokyo-ზე დიდი მოწონებით სარგებლობს.
ამ ეტაპზე აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ Montea-ს პროდუქცია სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება იაპონიის უმსხვილეს ბაზარზე.
ვაფასებთ თითოეული მომხმარებლისა და პარტნიორის მხარდაჭერას და ვაგრძელებთ ორგანული ჩაის კულტურის განვითარებას, როგორც ქართულ, ასევე გლობალურ დონეზე“, - აცხადებენ კომპანიაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2025" ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აქუა გეოს“, „კულას“, „ჯეო ნატურალსის“, „აგროლეინის“, „აგროლაინისა“ და „ჯეოფლაუერსის“ სტენდები.
გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული კომპანიების წარმოებულ პროდუქციას: ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების ინტერესი დაიმსახურეს. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ კარგი თანამშრომლობის მოლოდინები აქვთ.
„Foodex Japan“ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა. მიმდინარე წელს, რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენას 70,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2,900 კომპანიამ 70 ქვეყნიდან. „Foodex Japan 2025” 11-14 მარტს გაიმართა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.