მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიმდინარეობს საჭირო პროცედურები, რათა მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ რუსთავის-წითელი ხიდის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

უახლოეს მომავალში ასევე ვიწყებთ რუსთავის შეწყვეტილი დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რაც დედაქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილია თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ერთდროულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ტრანზიტული მოძრაობის განტვირთვის, ისე დედაქალაქის შიდა სატრანსპორტო ნაკადების რეგულირების კუთხით.

„ასევე აქტიურად ვმუშაობთ კახეთის მიმართულებით მაგისტრალის გაგრძელებაზე და ვგეგმავთ, რომ მომავალი წლიდან უკვე დავიწყოთ მისი განხორციელება. მიმდინარეობს საჭირო პროცედურები, რათა მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ რუსთავის – წითელი ხიდის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა. უახლოეს მომავალში ასევე ვიწყებთ რუსთავის შეწყვეტილი დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რაც დედაქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს“ – დასძინა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტია ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მონაკვეთი.

„ეს არის უნიკალური პროექტი – 23 კილომეტრიანი მონაკვეთი ურთულესი რელიეფით, რომელიც შედგება 5 ხიდისა და 5 გვირაბისგან, მათ შორისაა 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც რეგიონის მასშტაბით ყველაზე გრძელი და ტექნოლოგიურად გამორჩეული ობიექტია. პროექტის საბოლოო დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება, რაც საგრძნობლად შეამცირებს გადაადგილების დროს. თბილისიდან სტეფანწმინდამდე – 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად მხოლოდ 1 საათსა და 45 წუთში ჩავალთ. ამასთან, გზის გახსნის შემდეგ ზამთარში მოძრაობა კობის მიმართულებით აღარ შეიზღუდება“ – განაცხადა მინისტრმა.

სოხაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება 4 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო პარალელურად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გურიის რეგიონშიც.

„დასავლეთის მიმართულებით, ქუთაისამდე ფაქტობრივად შეუფერხებლად ვმგზავრობთ. წლის ბოლოსთვის კიდევ ერთი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი შევა ექსპლუატაციაში. გურიის მონაკვეთზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია და ვიმედოვნებთ, მალე ამ მიმართულებასაც დავასრულებთ“ – განაცხადა სოხაძემ.

მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – პროექტი, რომელიც მოიცავს 8 კილომეტრიან გვირაბს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა