მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

Mimo რებრენდინგისა და გაფართოებისთვის ემზადება - რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

Mimo მომხმარებლებს მრავალფეროვან საბავშვო პროდუქციას სთავაზობს, რომელიც უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. ბრენდი ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელი ანი ნიკოლაიშვილი ესაუბრა.

წინა ინტერვიუს შემდეგ რა სიახლეები აქვს Mimo-ს და რა მიმართულებებზე მუშაობთ ამ ეტაპზე?

Mimo მუდმივად განვითარების პროცესშია. გვჯერა, რომ ბრენდი, რომელიც პატარებისთვის იქმნება, ყოველთვის უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს მათთან ერთად. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი ყურადღება რებრენდინგზეა გადატანილი. აქტიურად ვმუშაობთ განახლებულ კონცეფციაზე და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს მომხმარებელი სრულიად ახალ Mimo-ს იხილავს – განახლებული ვიზუალით, ახალი პროდუქტებითა და ბევრი სასიამოვნო სიახლით. გვინდა, რომ Mimo კიდევ უფრო თანამედროვე, გამორჩეული და შთამაგონებელი ბრენდი გახდეს ახალგაზრდა მშობლებისთვის.

როგორია 2026 წლის სეზონი კომპანიისთვის? რომელი პროდუქცია სარგებლობს მომხმარებელში ყველაზე დიდი მოთხოვნით?

2026 წელი ჩვენთვის წარმატებული და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მომხმარებლის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტად კვლავ Mimo-ს სპილო ბალიში რჩება. ეს არის ჩვენი ბრენდის საავტორო პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. მშობლები აფასებენ მის ხარისხს, კომფორტსა და უსაფრთხოებას, პატარები კი მის რბილ და მეგობრულ დიზაინს. სწორედ ასეთი სიყვარული გვაძლევს მოტივაციას, ყოველდღიურად შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი პროდუქცია.

რა ეტაპზეა საერთაშორისო ბაზრების განვითარების მიმართულება? თუ არის ამ კუთხით კონკრეტული სიახლეები ან ახალი პარტნიორობები?

საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ჩვენი სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, თუმცა ამ ეტაპზე ამ მიმართულებით კონკრეტული სიახლე ჯერ არ გვაქვს. გვინდა, თითოეული ნაბიჯი გააზრებულად გადავდგათ და მაშინ გავიდეთ ახალ ბაზრებზე, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ Mimo იმ ხარისხითა და სტანდარტით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ჩვენგან ელოდება.

გეგმავთ თუ არა კომპანიის ფიზიკურ გაფართოებას, ფილიალების ან შოურუმების გახსნას?

ამ კითხვაზე ჯერ ყველა დეტალს ვერ გავამხელთ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო იდეაზე ვმუშაობთ. ამჟამად, აქტიური მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ და დიდი იმედი გვაქვს, ყველაფერი წარმატებით დასრულდება. თუ ჩვენი ჩანაფიქრი განხორციელდება, Mimo მომხმარებლის წინაშე სრულიად ახალი კონცეფციით წარდგება. გვინდა, ეს იყოს სასიამოვნო სიურპრიზი ყველასთვის, ვისაც ჩვენი ბრენდი უყვარს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს, პატარებს კი უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს უქმნის. გვინდა, Mimo მხოლოდ საბავშვო აქსესუარების ბრენდი არ იყოს, არამედ ის იყოს ემოცია, ნდობა და ხარისხი, რომელიც ოჯახებს პირველივე დღიდან ახლავს. წინ ბევრი სიახლე, ახალი იდეა და დიდი გეგმები გველოდება. დარწმუნებული ვართ, რომ Mimo-ს ყველაზე საინტერესო ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის და ძალიან მალე ჩვენი მომხმარებლები თავად გახდებიან ამ ისტორიის ნაწილი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია

11.08.2026.17:49

ლაზარე კომახიძე ძეგვის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მეკლდეურობა 1999 წელს ახალგაზრდა მასწავლებლის დახმარებით აღმოაჩინა და იმავე წელს, ათი წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მალე მისი ოჯახი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის საპილოტე პროექტში ჩაერთო და დაბა ბედიანში გადავიდა. შედეგად, სპორტზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა - ბედიანში ვარჯიშის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.

დღეს სწორედ ბედიანში, სადაც ბავშვობა გაატარა, ლაზარე სათავგადასავლო ბანაკს აშენებს, რომლის ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ბავშვთა ბოლდერინგის (კლდეზე ცოცვის ერთ-ერთი სახეობა) ფესტივალი გაიმართა. ბანაკი Tegeta.care-ის პარტნიორია, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი კი  „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობას აფინანსებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care უკვე წლებია არსებობს და სწორედ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი შარშან აღმოვაჩინეთ და მაშინვე დავინახეთ, რამდენად ახლოს არის მათი საქმიანობა ჩვენს ხედვასთან - ეს პროექტი პირდაპირ ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, რეგიონების განვითარებასა და ინკლუზიურობას.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი ღონისძიების მხარდაჭერა: კოტეჯი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანაკს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბავშვებს ტერიტორიაზე დარჩენისა და პროგრამაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ასეთი იდეების გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი კომპანია გავაერთიანოთ - ბანაკის ახალ ეტაპზე გადასვლას სწორედ ეს სჭირდება“.

ბედიანის ბანაკს სოციალური საწარმოს დანიშნულება აქვს - მიღებული შემოსავალი ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების განვითარებას დაუბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანაკის მიზანია, სპორტული ცოცვის შეჯიბრებებისა და ფესტივალების მასპინძლობა მთელი წლის განმავლობაში შეძლოს.

მომავალში ბანაკი უნდა გახდეს საქართველოში პირველი მრავალფუნქციური სპორტული და სათავგადასავლო სივრცე, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული ცოცვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, გარემო კი მთლიანად ადაპტირდება შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ბედიანის ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდებს ბანაკი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ლაზარე კომახიძე, ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების დამფუძნებელი: „წლების განმავლობაში ყოველი ვარჯიშისა თუ შეჯიბრებისთვის, ბავშვების თბილისში წაყვანისთვისაც კი ფინანსების მოძიება მიწევდა და ეს ძალიან რთული პროცესი იყო. ბანაკის იდეა სწორედ აქედან დაიბადა - მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც თავად გამოიმუშავებს შემოსავალს და ამ კლუბებს განავითარებს. სპორტს შეუძლია, ბავშვი ნეგატიურ გავლენას მოწყვიტოს და მიზანი დაუსახოს. აუცილებელი არ არის, ყველა წარმატებული სპორტსმენი გამოვიდეს - მთავარია, სირთულეების გადალახვა ისწავლოს.

დღეს ბანაკს უკვე აქვს საცოცი კედელი, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ, ბავშვები რომ უსაფრთხოდ და სისტემატურად მივიღოთ, კოტეჯები და სამზარეულო გვჭირდება. „თეგეტას“ მხარდაჭერა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯია: ერთი კოტეჯი უკვე შენდება და სწორედ მისი წყალობით შევძელით, წელს ნიქოზელი ბავშვები მთელი კვირით ბანაკში დაგვეტოვებინა. თუ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან, ბანაკი გაცილებით მეტ ბავშვს გაუხსნის კარს“.

ბედიანში ბავშვთა ბოლდერინგის ფესტივალის პირველი დღე ცოცვის მასტერკლასს დაეთმო - გამოცდილი მეკლდეურები ბავშვებს კედელზე მოძრაობის ტექნიკას, უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების წესებს ასწავლიდნენ. მეორე დღეს კი 6-12 წლის ასაკის მონაწილეები ბოლდერინგის ბილიკებზე გამოვიდნენ. ღონისძიებაში 23 ბავშვი ჩაერთო, მათ შორის, 8 - ბედიანიდან, დანარჩენები კი - ნიქოზიდან და თბილისიდან. ღონისძიებას, მთლიანობაში, დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა. საცოცი კედლის გარდა, ბავშვებს თევზაობაში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მშვილდოსნობაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დღეს ტერიტორიაზე მოწყობილია საცოცი კედელი, მიყვანილია წყალი, ელექტროენერგია და დაწყებულია ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამომავლო ხედვა კოტეჯებს, ზიპლაინს, ბიობოსტანს, საცურაო აუზსა და დამატებით სპორტულ და შემეცნებით სივრცეებს მოიცავს.

პირველ ეტაპზე ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 4 კოტეჯია საჭირო, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 16 კოტეჯის აშენება იგეგმება. ყველა მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი უნდა ჰქონდეს. განვითარების შემდეგი ეტაპი უფრო ფართო თანამონაწილეობას საჭიროებს. ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა კი როგორც კერძო სექტორს, ისე მოქალაქეებს აქვთ, მათ შორის, Tegeta.care-ის პლატფორმის გამოყენებით.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ჩართულობა ამით არ სრულდება - კომპანია ბანაკის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიმდინარე აქტივობებს კვლავაც დაუჭერს მხარს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი „თეგეტა“ ბანაკში საკუთარი თანამშრომლების შვილებისთვის სპეციალური საბანაკო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა