მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მინერალური წყალი "ბორჯომი" რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია

news image
mbc image

პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, დღეს მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ბორჯღალოსნების და ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების (20 წლამდე, 18 წლამდე, შვიდკაცა, შვიდქალა) გენერალური სპონსორი და ასევე კლუბ „შავი ლომის“ ოფიციალური მინერალური წყალი გახდა.

ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ხელი შეეწყობა სამცხე-ჯავახეთში  რაგბის განვითარებას. კერძოდ რაგბის კლუბ „ბორჯომისა“ და „ასპინძის“ მორაგბეებისთვის გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო პირობები და ხელი შეეწყობა რაგბის პოპულარიზაციას.

საქართველოს რაგბის კავშირისა და მინერალური წყალი „ბორჯომის“ თანამშრომლობა, მიზნად ისახავს ორი ქართული, დიდი ისტორიის მქონე ბრენდის გაერთიანებას და კიდევ უფრო გაძლიერებას. დღეიდან „ბორჯომი“ ბორჯღალოსნებთან ერთად, ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას და ამავდროულად ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

„მინერალური წყალი „ბორჯომი“ 130 წელზე მეტია, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.  საქართველოს და ჩვენს სპორტულ ტრადიციას წარადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ბორჯღალოსნებიც. უნიკალური მინერალური შემადგენლობიდან გამომდინარე, „ბორჯომი“  ენერგიის აღმდგენი ბუნებრივი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, წლებია ის ქართული სპორტის გულშემატკივარი და მხარდამჭერია.

დღეს ორი დიდი და საამაყო ბრენდი მნიშვნელოვანი საქმისთვის ერთიანდება. ვამაყობთ ქართველი მორაგბეების მიღწევებით, დარწმუნებული ვარ, რომ „ბორჯომის“ და ეროვნული ნაკრების თანამშრომლობით, საქართველოში და მათ შორის ჩვენთვის მნიშვნელოვან ბორჯომსა და ასპინძაში, კიდევ უფრო განვითარდება რაგბი და ეს ისტორია ღირსეულად გაგრძელდება“, - აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი.

„ქართულ რაგბს სჭირდებოდა ენერგია და ეს ენერგია ისტორიულმა მინერალურმა წყალმა  „ბორჯომმა“ შემოიტანა. მჯერა, რომ ამ თანამშრომლობამ კიდევ ერთი ლელო უნდა დადოს. პრინციპული წელი გვაქვს წინ. საქართველოს ნაკრებისგან მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ელოდება სიახლეს და ამ სიახლეს ჩვენ „ბორჯომთან“ ერთად ვიტყვით.

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ნაკრებების სპონსორობის გარდა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს რეგიონალური რაგბის განვითარებას, კერძოდ რაგბის კლუბ „ბორჯომისა“ და „ასპინძის“ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე სასწაულ შედეგს ვნახავთ. წარმატებები „ბორჯომს,“ წარმატებები ქართულ რაგბს, ჩვენ დიდი შემართებით მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე“, - განმარტავს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა