„მინი კუბი“ - სიხარულის ყუთი ნიურნბერგში, მსოფლიოს უდიდეს სათამაშოების გამოფენაზე წარსდგა
2026 წლის 27–31 იანვარს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართება მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო სათამაშოების გამოფენა Spielwarenmesse, რომელშიც მონაწილეობას პრემიუმ ხარისხის, უსაფრთხო მასალებით დამზადებული სიურპრიზებით სავსე ბოქსების მწარმოებელი კომპანია „მინი კუბი“ მიიღებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირაკლი ლომიძემ, განუცხადა.
„2026 წლის 27–31 იანვარს გერმანიის ნიურნბერგში გაიმართება მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო სათამაშოების გამოფენა Spielwarenmesse. ეს არის 75-ე გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სათამაშოების ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს მსოფლიოს გარშემო.
Spielwarenmesse არის ბიზნესზე ორიენტირებული (B2B) გამოფენა, სადაც სათამაშოების მწარმოებლები, დისტრიბუტორები და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები იყრიან თავს ახალი პროდუქტების, ტენდენციებისა და საქმიანი პარტნიორების გაცნობის მიზნით. განსხვავებით ჩვეულებრივი გასართობი ღონისძიებებისგან, ეს გამოფენა ძირითადად მიმართულია პროფესიონალ აუდიტორიაზე და ღიაა მხოლოდ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

წელს საქართველოდან ნიურნბერგის გამოფენას ესწრება ბრენდი „მინი კუბი“, რაც ხაზს უსვამს ქართული სათამაშოების საერთაშორისო აღიარებას და მაღალი ხარისხის სტანდარტებს.
„მინი კუბის“ მიზანია „ღირებული გართობა“. ეს არის ხარისხიანი სათამაშოების ნაკრები, სადაც ბავშვები თავად ქმნიან საკუთარ გარემოს.
აღსანიშნავია, რომ „მინი კუბმა“ წარმატებული თანამშრომლობა დაიწყო ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Hasbro და Mattel. ეს იმას ნიშნავს, რომ „მინი კუბის“ ნაკრებებში უკვე შეხვდებით ლიცენზირებულ სათამაშოებს, რომლებიც დამზადებულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
ლიცენზირებული სათამაშოების დამატება მომხმარებლებს სთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას: ისინი ხარისხიან მასალას იყენებენ, არიან საკოლექციო, და ბავშვებს შეუძლიათ შეაგროვონ სხვადასხვა პერსონაჟები ცნობილი ანიმაციებიდან.
Spielwarenmesse ითვლება სათამაშოების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად, სადაც კომპანიები გლობალური ტენდენციების გაცნობას და ბიზნესის გაფართოებას ახორციელებენ. საქართველოს ბრენდების მონაწილეობა ადასტურებს, რომ ქართული ხარისხი საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანია “, - აღნიშნავს ირაკლი ლომიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.