მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

„მინი კუბი“ - სიხარულის ყუთი ნიურნბერგში, მსოფლიოს უდიდეს სათამაშოების გამოფენაზე წარსდგა

news image
mbc image

2026 წლის 27–31 იანვარს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართება მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო სათამაშოების გამოფენა Spielwarenmesse, რომელშიც მონაწილეობას პრემიუმ ხარისხის, უსაფრთხო მასალებით დამზადებული სიურპრიზებით სავსე ბოქსების მწარმოებელი კომპანია „მინი კუბი“ მიიღებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირაკლი ლომიძემ, განუცხადა.

„2026 წლის 27–31 იანვარს გერმანიის ნიურნბერგში გაიმართება მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო სათამაშოების გამოფენა Spielwarenmesse. ეს არის 75-ე გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სათამაშოების ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს მსოფლიოს გარშემო.

Spielwarenmesse არის ბიზნესზე ორიენტირებული (B2B) გამოფენა, სადაც სათამაშოების მწარმოებლები, დისტრიბუტორები და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები იყრიან თავს ახალი პროდუქტების, ტენდენციებისა და საქმიანი პარტნიორების გაცნობის მიზნით. განსხვავებით ჩვეულებრივი გასართობი ღონისძიებებისგან, ეს გამოფენა ძირითადად მიმართულია პროფესიონალ აუდიტორიაზე და ღიაა მხოლოდ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

წელს საქართველოდან ნიურნბერგის გამოფენას ესწრება ბრენდი „მინი კუბი“, რაც ხაზს უსვამს ქართული სათამაშოების საერთაშორისო აღიარებას და მაღალი ხარისხის სტანდარტებს.

„მინი კუბის“ მიზანია „ღირებული გართობა“. ეს არის ხარისხიანი სათამაშოების ნაკრები, სადაც ბავშვები თავად ქმნიან საკუთარ გარემოს.

აღსანიშნავია, რომ „მინი კუბმა“ წარმატებული თანამშრომლობა დაიწყო ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Hasbro და Mattel. ეს იმას ნიშნავს, რომ „მინი კუბის“ ნაკრებებში უკვე შეხვდებით ლიცენზირებულ სათამაშოებს, რომლებიც დამზადებულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

ლიცენზირებული სათამაშოების დამატება მომხმარებლებს სთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას: ისინი ხარისხიან მასალას იყენებენ, არიან საკოლექციო, და ბავშვებს შეუძლიათ შეაგროვონ სხვადასხვა პერსონაჟები ცნობილი ანიმაციებიდან.

Spielwarenmesse ითვლება სათამაშოების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად, სადაც კომპანიები გლობალური ტენდენციების გაცნობას და ბიზნესის გაფართოებას ახორციელებენ. საქართველოს ბრენდების მონაწილეობა ადასტურებს, რომ ქართული ხარისხი საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანია “, - აღნიშნავს ირაკლი ლომიძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა