მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიზნობრივი ბაზრები 3 სეგმენტად გვაქვს დაყოფილი და როდესაც წელი იწყება ჩვენ მუდმივად ვხვდებით კერძო სექტორს და მათთან ერთად ვჯერდებით ტურიზმის სამოქმედო გეგმაზე - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების ზრდა გამოწვეულია, როგორც პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდით, ასევე იმ მარკეტინგული კამპანიებით, რასაც ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებზე ეწევა. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა. 

„ეს ყველაფერი დაკავშირებულია ორ ძირითად მიმართულებასთან. პირველი ეს არის პირდაპირი ფრენები და მეორე ის მარკეტინგული აქტივობები და კამპანიები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო ბაზრებზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი აქტივობა და უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება იმისთვის, რომ წლიდან წლამდე, სეზონიდან სეზონამდე საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს და მეორეს მხრივ ჩვენ მუდმივად ვიყოთ ტენდენციური მიზნობრივ ბაზრებზე.

ჩვენ მიზნობრივი ბაზრები სამ სეგმენტად გვაქვს დაყოფილი და როდესაც წელი იწყება ჩვენ მუდმივად ვხვდებით კერძო სექტორს და მათთან ერთად ვჯერდებით ტურიზმის სამოქმედო გეგმაზე. პირველი ეს არის ჩვენი მიზნობრივი ქვეყნები, სადაც ჩვენ გაქვს პირდაპირი ფრენები, მეორე ეს არის ქვეყნები, სადაც ჩვენი ცნობადობა მეტ-ნაკლებად გაზრდილია, თუმცა არ გაქვს პირდაპირი ფრენები და მესამე ჯგუფი არის ის ქვეყნები, რომელიც შორი მანძილის ქვეყნებს წარმოადგენს. აქ შეიძლება არ გვქონდეს პირდაპირი ფრენები, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, გარდა პირდაპირი ფრენებისა და აქტიური მარკეტინგული კამპანიებისა, ქვეყნის ცნობადობას ხელს ის საერთაშორისო ღონისძიებებიც უწყობს, რომელსაც ქვეყანა მასპინძლობს. 

„გასული წელი იყო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევების პარალელურად, ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სიახლე მოხდა. გავიხსენთ მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობა, რომელიც იყო ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო პირველი პრეცედენტი რეგიონისთვის, როდესაც საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა გლობალურად ტურიზმი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით, იმიტომ, რომ სექტემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად მსოფლიო საქართველოს ფარავდა და საქართველოზე საუბრობდა, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე. ჩვენ გვეწვია არაერთი უმაღლესი რანგი სტუმარი, საერთაშორისო სტუმარი. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსოფლიო თასების მასპინძლობას. გუდაური და ბაკურიანი მასპინძლობდნენ გასულ წელს და იგივე ხდება მიმდინარე წელსაც. თუმცა ი საერთაშორისო დაფარვა „ევროსპორტზე“, „ევრონიუსზე“ და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო გასულ წელს ზამთრის ტურიზმის კუთხით, ბუნებრივია, რომ მანდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გასული წლის ტურიზმის სტატისტიკაში და ასევე ეს აისახება მიმდინარე წელს“, - ამბობს ქვრივიშვილი.

ცნობილია, რომ გასულ წელს საქართველომ, ბაკურიანმა უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს.

„მსოფლიო ჩემპიონატმა რა თქმა უნდა გარდატეხა მოახდინა ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაში, როდესაც ვსაუბრობთ ზამთრის ტურიზმზე. იმავდროულად იცით, რომ მნიშვნელოვანი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა მოეწყო გუდაურსა და ბაკურიანში, რის შედეგადაც დაგვემატა ახალი საბაგირო კომპლექსები, ახალი ტრასები და ამან ხელი შეუწყო იმას, რომ გამტარობა საგრძნობლად გაიზარდა. მეორეს მხრივ კიდევ ბევრი გაქვს სამუშაო იმისთვის, რომ აღმოეფხვრათ გარკვეული გამოწვევები, რომლებიც კურორტებზე არსებობს,მათ შორის მუნიციპალური კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა