მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მჯერა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მეტი ჩინური კომპანია განახორციელებს ინვესტიციას - ჩინეთის ელჩი

news image
mbc image

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს და უფრო მაღალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

ელჩმა განაცხადა, რომ  გოლდვინდი (Goldwind) მონაწილეობს გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინურ და ქართულ საწარმოებს შორის თანამშრომლობა თანდათან გაფართოვდა ტრადიციული ინფრასტრუქტურიდან კომპლექტურ მოწყობილობებსა და მაღალტექნოლოგიურ დარგებამდე. გოლდვინდი (Goldwind) მონაწილეობს გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში. CRRC მონაწილეობს თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტში“, - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.

მისი განმარტებით, გასულ წელს ჩინურმა გოლდვინდის საერთაშორისო კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს ქალაქ გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ტენდერში, რომლის საერთო სიმძლავრე 206 მეგავატია და მოიცავს 33 ქარის ტურბინის გენერატორის მიწოდებას, მონტაჟს, 15-წლიან ექსპლუატაციასა და მომსახურებას.

„საქართველოს ეროვნული ათწლიანი ენერგეტიკის განვითარების გეგმის თანახმად, 2034 წლისთვის დაგეგმილია 217 ჰიდროელექტროსადგურის, 25 ქარის ელექტროსადგურის და 3 თბოელექტროსადგურის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. მჯერა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მეტი ჩინური კომპანია ჩადებს ინვესტიციას“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა