მჯერა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მეტი ჩინური კომპანია განახორციელებს ინვესტიციას - ჩინეთის ელჩი
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს და უფრო მაღალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.
ელჩმა განაცხადა, რომ გოლდვინდი (Goldwind) მონაწილეობს გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინურ და ქართულ საწარმოებს შორის თანამშრომლობა თანდათან გაფართოვდა ტრადიციული ინფრასტრუქტურიდან კომპლექტურ მოწყობილობებსა და მაღალტექნოლოგიურ დარგებამდე. გოლდვინდი (Goldwind) მონაწილეობს გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში. CRRC მონაწილეობს თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტში“, - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.
მისი განმარტებით, გასულ წელს ჩინურმა გოლდვინდის საერთაშორისო კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს ქალაქ გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ტენდერში, რომლის საერთო სიმძლავრე 206 მეგავატია და მოიცავს 33 ქარის ტურბინის გენერატორის მიწოდებას, მონტაჟს, 15-წლიან ექსპლუატაციასა და მომსახურებას.
„საქართველოს ეროვნული ათწლიანი ენერგეტიკის განვითარების გეგმის თანახმად, 2034 წლისთვის დაგეგმილია 217 ჰიდროელექტროსადგურის, 25 ქარის ელექტროსადგურის და 3 თბოელექტროსადგურის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. მჯერა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მეტი ჩინური კომპანია ჩადებს ინვესტიციას“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.
სხვა სიახლეები
Starbucks-ი იაპონიის ბაზარზე საკონტროლო წილის გაყიდვას განიხილავს
21.09.2026.19:00
Starbucks-ის მიერ იაპონიის ბიზნესში საკონტროლო წილის გაყიდვის შესაძლებლობა განიხილება, რაც პოტენციურ გარიგებაში ყავის ქსელის უმსხვილეს, თავად კომპანიის მიერ ოპერირებად ბაზარს დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად შეაფასებდა. მსოფლიოს უმსხვილესი ყავის ქსელის იაპონიის ბიზნესი 1 883 ობიექტს მოიცავს და 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, Starbucks-ის გლობალური ქსელის თითქმის 9%-ს შეადგენს. წყაროების ცნობით, Starbucks-მა რამდენიმე ფინანსურ მრჩეველს ბიზნესის შესაძლო გარიგების ვარიანტებზე წინადადებების წარმოდგენა სთხოვა და საკონტროლო წილის გაყიდვის შესაძლებლობასაც განიხილავს. Starbucks Japan-ის საბაზრო შეფასება საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა წყაროების თქმით, ბიზნესი შესაძლოა დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად შეფასდეს.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, საბოლოოდ გასაყიდი წილის მოცულობა ჯერ განსაზღვრული არ არის, ხოლო შეფასება, რომლის მიღებასაც Starbucks საბოლოოდ ისურვებს, მოლაპარაკებების საგანი იქნება.