მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მხოლოდ 12 ნოემბერს, „თეგეტა მოტორსი“, თიბისისთან თანამშრომლობით, ავტომობილის მფლობელებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს: თიბისი განაწილებით მინიმუმ 500 ლარის ღირებულების საბურავების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი გადახდილი თანხის 50%-ს დაიბრუნებს, მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით. შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილი საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება – აქციის ფარგლებში, მომხმარებლები ნებისმიერი ბრენდის, მოდელისა და სეზონის საბურავის შეძენას შეძლებენ. შეთავაზება მოქმედებს „თეგეტას” Online Shop-სა და Tegeta App-ზეც.
ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლებზე ზრუნვა მხოლოდ მათთვის პროდუქტზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას არ გულისხმობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნვის წახალისება, მით უფრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როდესაც გზებზე გადაადგილება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს. ვინაიდან საბურავი ავტომობილსა და გზას შორის ერთადერთი უშუალო შეხების წერტილია, მის ხარისხსა და მდგომარეობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლები წაგვეხალისებინა, ზამთრის სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. ამასთან ერთად, გვინდოდა, მათთვის მაქსიმალურად ხელშესახები სარგებელი შეგვექმნა - ამიტომ აქცია გავავრცელეთ საბურავების სრულ ასორტიმენტზე, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობით, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა“.
საბურავების მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს კომპანიის მომხმარებლებს საბურავების შერჩევა სხვადასხვა ფასისა და ხარისხის სეგმენტში შეუძლიათ. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში ღირებულების ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.

ბაქარ ჯღარკავა, თიბისის განაწილებისა და განვადების პროდუქტების ლიდერი: „განაწილება“ თიბისის ინოვაციური გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი შენაძენის ღირებულება ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარონ, ეფექტური 0%-ით. ახლა კი მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, გაუმჯობესებული პირობით ისარგებლონ და საფასური 4 თვის ნაცვლად, 6 თვეზე გაძვირების გარეშე გადაანაწილონ.
თიბისი თანაბრად ზრუნავს როგორც მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილებისა და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შექმნაზე, ისე პარტნიორი ბიზნესების განვითარებაზე. „განაწილება“ ბიზნესებს ეხმარება გაყიდვებისა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში, ხოლო მომხმარებლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების მარტივად შეძენაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა „თეგეტასთან“, რომელთან ერთადაც მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ გამორჩეულ შეთავაზებებსა და დამატებით სარგებელს. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესის ზრდას, ისე მომხმარებლის კმაყოფილებისა და გამოცდილების გაუმჯობესებას.“
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა მხოლოდ 12 ნოემბერს არის შესაძლებელი. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება და პროდუქტის შეძენისას შეთავაზებით სარგებლობისთვის რაოდენობა შეზღუდული არ არის.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
„ბეიკერ ტილი ჯორჯია" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
10.11.2026.12:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა ფართო ქსელს ბუღალტრული, სააუდიტორო და მმართველობითი კონსულტაციების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ბეიკერ ტილი ჯორჯია" (Baker Tilly Georgia) შეუერთდა.
1996 წელს დაარსებული კომპანია უკვე სამი ათწლეულია, რაც ადგილობრივ ბაზარზე მაღალხარისხიანი და სანდო პროფესიონალური მომსახურების სტანდარტს ამკვიდრებს. დარგის მარეგულირებლის მიერ მინიჭებული უმაღლესი დონის აკრედიტაციის საფუძველზე, კომპანიას და მის პარტნიორებს აქვთ უფლებამოსილება, აუდიტი გაუწიონ ნებისმიერი მასშტაბის საწარმოს, მათ შორის, საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.
ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფესიონალური გუნდით დაკომპლექტებული „ბეიკერ ტილი ჯორჯია" საშუალო და მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში სთავაზობს სრულყოფილ სერვისებს. როგორც საერთაშორისო ქსელის წევრი, კომპანია მკაცრად ეფუძნება პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც კლიენტებს უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე დაფუძნებულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
2003 წლის თებერვლიდან შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია" წარმოადგენს Baker Tilly International-ის დამოუკიდებელ წევრს. გლობალური ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მე-8 ადგილს იკავებს, აერთიანებს 147 ქვეყნის 754 ოფისსა და 50 400-ზე მეტ თანამშრომელს. საერთაშორისო ქსელში ჩართულობა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ადგილობრივ ბიზნესს უზრუნველყოფს უმაღლესი დონის აუდიტორული და საკონსულტაციო მხარდაჭერით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„მოხარულნი ვართ, რომ „ბეიკერ ტილი ჯორჯია", რომელიც ათწლეულებია ბაზარზე უმაღლესი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტს ამკვიდრებს, ჩვენს ერთობლივ პლატფორმას უერთდება. დარგის ლიდერი კომპანიების ჩართულობა ასოციაციის საქმიანობას კიდევ უფრო მეტ ღირებულებას მატებს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.