მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

MN ჯგუფი სამაცივრე მეურნეობას აფართოებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, „MN ჯგუფი“  სამაცივრე მეურნეობას აფართოებს და მშრალ საწყობს აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 3,2 მილიონი ლარია, რაც  სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. პროექტი "აწარმოე საქართველოს" სუბსიდირების პროგრამითაა თანადაფინანსებული.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „MN ჯგუფი“ თბილისში, ანდრონიკაშვილის ქ. 14, კომპანიის მფლობელობაში არსებულ სამაცივრე მეურნეობის ტერიტორიაზე, მშრალ საწყობს აშენებს.

 „MN ჯგუფი 2014 წელს დაარსდა და ის ორიენტირებულია საქართველოში გაყინული ხორცის, თევზის,  ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე, ექსპორტსა და საბითუმო რეალიზაციაზე. 2021 წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ავჭალის დასახლებაში სამაცივრე მეურნეობა შევიძინეთ.  ამჯერად, გაფართოების მიზნით, საქართველოს ბანკისა და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშრალი საწყობის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს დაგვეხმარება, რომ სამომავლოდ მომხმარებლებს ინდივიდუალური მიდგომით სრულყოფილი მომსახურება შევთავაზოთ, როგორც სასაწყობე და სატრანსპორტო ლოჯისტიკის მომსახურების, ასევე, შეკვეთების ციფრული და ელექტრონული დამუშავების მხრივ“, - განაცხადა ანა დევაძემ, „MN დისტრიბუშენ“-ის დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს პარტნიორ ბიზნესებს ხელი შეუწყოს რათა უფრო მეტად განვითარდნენ, გაფართოვდნენ და გაძლიერდნენ. „MN ჯგუფთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ვხედავთ წლიდან წლამდე როგორ ვითარდება კომპანია. ამის დასტურია აღნიშნული პროექტიც, რომელიც სამაცივრე მეურნეობის გაფართოებას, კონკრეტულად კი, მშრალი საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანიას შესაძლებლობა ექნება მეტი პროდუქტი მიიღოს, შეინახოს და მისი ტრანსპორტირება უზრუნველყოს.  გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა