მნიშვნელოვანია მოვახდინოთ იმ სწორი გადაწყვეტების იმპლემენტაცია, რომელიც აკრედიტებულია, აპრობირებულია და გამართლებული საშუალებაა - GWP-ის ტექნიკური დირექტორი წყალმომარაგების დარგში არსებულ გამოწვევებზე
საქართველოს წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრა საჭიროებს როგორც სწორი „დიაგნოზის“ დასმას, ასევე ადგილობრივ სისტემებში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრაციას, - ამის შესახებ თბილისში გამართული წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე საუბრისას კომპანია GWP-ის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ განაცხადა.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გიგა ნადირაძემ აღნიშნა, დარგის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩოს, სახელმწიფო სტრატეგიასა და მარეგულირებლის მიერ შემუშავებულ წესებს, რის საფუძველზეც შესაძლებელია კომპანიებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებზე და ვსაუბრობთ სიტუაციაზე, რომელიც გვინდა რომ გავაუმჯობესოთ, აუცილებელია, რომ უპირველეს ყოვლისა მოხდეს მთლიანი არსის გააზრება რა გარემოში გვიწევს მართვა კომპანიის, ოპერირება, ინვესტიციების განხორციელება. ვგულისხმობ საკანონმდებლო ჩარჩოს, სტრატეგიას, იმ დოკუმენტებს, რომელიც სახელმწიფოს მიერაა შემუშავებული, რეგულაციებს, რომელიც მარეგულირებელმა შეიმუშავა. ამის შემდგომ ხდება გააზრება იმ გამოწვევების, რომელი გამოწვევებიც არის კომპანიაში და კომპანიებში საქართველოს წყალმომარაგების დარგში. დიაგნოზი, რომ დაისვას სწორად, და სწორ დიაგნოზს აუცილებლად სჭირდება ის სამოქმედო გეგმა, რომელმაც ეს გამოწვევები სწრაფად და ეფექტიანად უნდა გადაგვალახინოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია გარდა იმისა, რომ არსებული გამოცდილების გამოყენებით მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება, მოვისმინოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საუკეთესო გამოცდილება და მოსაზრებები, რათა ჩვენ მოვახდინოთ იმ სწორი გადაჭრის გზების და გადაწყვეტების იმპლემენტაცია ჩვენთან და ჩვენს სისტემებში, რომელიც ვიცით რომ აკრედიტებულია, აპრობირებულია და გამართლებული საშუალებაა.
ამავდროულად ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე, ან გაუმჯობესებაზე ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ გვქონდეს მყარი ურთიერთობა, მჭიდრო კავშირი ყველა მონაწილე მხარესთან, რომელიც ჩართული არის დარგის გაუმჯობესებაში, განვითარებაში, ან ამ ყოველივეს ხელშეწყობაში. ვფიქრობ, რომ ფორუმმა თავისი მიზნით გამოიწვია ამ ყოველივეს სინთეზი, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოაქცია. გარდა ადგილობრივი წარმომადგენლებისა, იყო საერთაშორისო ორგანიზაციები და წამყვანი წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები ჩართული ამ პროცესში და იქ მოხდა ერთგვარი გაზიარება ჩვენ რა გვაქვს საქართველოში, როგორ ვაწესრიგებთ, ვარეგულირებთ საკანონმდებლო ჩარჩოთი სხვადასხვა საკითხებს, რა გამოწვევები გვაქვს, როგორ რეგულირდება მსგავსი ტიპის საკითხები საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყანაში და რა არის ის საუკეთესო პრაქტიკა, რომლის გადმოღებაც შესაძლებელია იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სისტემების მდგომარეობა და საბოლოო ჯამში მომხმარებელმა მიიღოს რაც შეიძლება მოკლე დროში უფრო მეტად გაუმჯობესებული სერვისი“, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ.
სხვა სიახლეები
3000+ წარმატებული პროექტი: რას ამბობს “სი ელ სის” გამოცდილება კომპანიის მასშტაბზე?
21.09.2026.23:09
ბიზნესის გამოცდილებაზე შესრულებული პროექტების რაოდენობა, მათი მრავალფეროვნება და წარმატებული თანამშრომლობის ისტორიები მეტყველებს. ლიფტების ინდუსტრიაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საცხოვრებელ კორპუსს, კლინიკას, სავაჭრო ცენტრსა და საწარმოო ობიექტს ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნები აქვს. ასეთ პირობებში 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი კომპანიის გამოცდილების მასშტაბზე მიუთითებს.
პროექტი ლიფტის მონტაჟამდე ბევრად ადრე იწყება. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ შენობის ტექნიკური მონაცემები, შახტის პარამეტრები, სართულების რაოდენობა, მოსალოდნელი დატვირთვა და მგზავრთა ნაკადი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კონკრეტული სისტემის შერჩევა. სხვადასხვა ტიპის ლიფტების ტექნიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ პროექტირების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომ სამუშაოზე ახდენს გავლენას.
კონკრეტული ობიექტისთვის შესაფერისი სამგზავრო ლიფტის შერჩევა მონაცემების ერთობლივ შეფასებას მოითხოვს და მხოლოდ ტვირთამწეობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის.
საწარმოო, სასაწყობე და კომერციულ ობიექტებზე ტექნიკური ამოცანა იცვლება. ამიტომ სატვირთო ლიფტის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტვირთამწეობას, კაბინის ზომებსა და ობიექტის სამუშაო პროცესს.
პროექტების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა შენობას სტანდარტული შახტა, თანაბარი დატვირთვა ან ერთნაირი არქიტექტურული პირობები არ აქვს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა უკვე არსებულ სივრცესთან ადაპტირება, სხვა შემთხვევაში კი ლიფტის სისტემა თავიდანვე უნდა გახდეს ახალი შენობის პროექტის ნაწილი. CLC Elevator ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან მუშაობს და კომპანიის მიერ დასახელებული 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სწორედ განსხვავებულ გარემოში დაგროვებული პრაქტიკის მოცულობაზე მიუთითებს.
ლიფტების შემთხვევაში, გამოცდილება მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ობიექტზე მუშაობას არ უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ფართოა იმ ტექნოლოგიებისა და მწარმოებლების სპექტრი, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს. მაგალითად, საქართველოში იაპონური საეთაშორისო ბრენდის, FUJISJ-ის ლიფტების ოფიციალური პარტნიორი სწორედ კომპანია ,,სი ელ სია”.
ვერტიკალური გადაადგილების სისტემები ყოველთვის ლიფტით არ შემოიფარგლება. სავაჭრო ცენტრებში, დიდ ბიზნეს ობიექტებსა და მაღალი გამტარუნარიანობის სივრცეებში ხშირად გამოიყენება ესკალატორი, რომლის დაგეგმვასაც განსხვავებული ტექნიკური პირობები სჭირდება. ასეთ ობიექტებზე გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ადამიანების ნაკადი, სივრცის განლაგება და სისტემის მუშაობის ინტენსივობა. ერთი კომპანიის მიერ რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებაზე მუშაობა აისახება დაგროვებულ გამოცდილებაზეც.
სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის მიერ შემდეგი პროექტისთვის იგივე კონტრაქტორის შერჩევა ხშირად უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. დამკვეთს ამ დროს აქვს ინფორმაცია კომუნიკაციის, ტექნიკური კოორდინაციის, სამუშაო პროცესისა და შემდგომი მომსახურების შესახებ. CLC Elevator-ის პარტნიორებს შორის არის „ალფა სახლი“, „საბა ქონსთრაქშენი“, “ალმა”, „არაკი“ და ა.შ.
3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სტატისტიკაა, მაგრამ მის უკან სხვადასხვა დანიშნულების შენობები, განსხვავებული ტექნიკური სისტემები, მრავალწლიანი თანამშრომლობა და რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო პრაქტიკა დგას. ეს კომპანია ,,სი ელ სის” რეალური გამოცდილების შეფასებისთვის ყველაზე სანდო მონაცემებია.