მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორმა ,,ალდაგმა", სადაც ბოლო 19 წელია დაზღვეულები ვართ საერთაშორისო აღიარება მიიღო - TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერი
ვულოცავ ალდაგს ამ საერთაშორისო აღიარებას, საკრედიტო რეიტინგს, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ალდაგისთვის საკრედიტო რეიტინგი bb+ მინიჭების შეფასებისას განაცხადა. როგორც თეა ზაქარაძემ თქვა, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სწორედ ალდაგში არიან დაზღვეულები TAV Georgia-სთვის ასეთი დონის კომპანიასთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია.
„TAV Georgia-სათვის, როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორმა, სადაც ჩვენ ბოლო 19 წელია ვართ დაზღვეულები ასეთი საერთაშორისო აღიარება მიიღო. მიხარია, რომ ალდაგი არის ერთ-ერთი უმსხვილესი, უძლიერესი კომპანია და ამის დადასტურებაა სწორედ ის, რომ ადლაგი არის პირველი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ასეთი დიდი აღიარება მოიპოვა“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM BEST ალდაგს გლობალური რეიტინგი მიანიჭა. ამით ალდაგი გახდა პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგი ექნება.
AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე. აღსანიშნავია, რომ გლობალური რეიტინგით, ალდაგი გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Allianz, Hannover Re, Axis, Swiss Re, Scor.
AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით ალდაგს აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება. გარდა ამისა, შეფასების დროს გათვალისწინებული იყო ალდაგის ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევლებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა წარმატებული ანდერრაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.