მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო სისტემის მიმართ გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა არსებობდეს - მიხეილ ჯაფარიძე

news image
mbc image

სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია უნივერსალური და ჰოლისტიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც ინდუსტრიის როლს ეკონომიკაში მკაფიოდ განსაზღვრავს. ამის შესახებ განცხადებას „არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აკეთებს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

მისი თქმით,  სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ არა მხოლოდ პოლისების გაცემა, არამედ რისკების მართვის ცოდნის გაზიარებაც, თუმცა ამ ეტაპზე სექტორი ეკონომიკურ პრიორიტეტებში საკმარისად ინტეგრირებული არ არის, რაც მისი კონტრიბუციის ზრდას აფერხებს. ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოსა და ინდუსტრიას შორის უფრო აქტიური დიალოგი და პარტნიორული მიდგომა აუცილებელია საერთო ეკონომიკური სარგებლის მისაღწევად.

„ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო სისტემის მიმართ გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა არსებობდეს. ეკონომიკა ძალიან კარგად ხედავს საბანკო სისტემას.  ვფიქრობ, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართაც ასეთივე ჰოლისტიკური მიდგომაა საჭირო - უნდა განისაზღვროს, რა როლი გვაქვს ეკონომიკაში და რისი გაკეთება შეგვიძლია. სადაზღვევო კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ. არა მხოლოდ პოლისის გაცემა, არამედ ცოდნის გაზიარებაც და კაპიტალის მოწოდება ეკონომიკისთვის. ჩვენი რისკ-მენეჯმენტის გამოცდილებით, შეგვიძლია ბიზნესს ვურჩიოთ, თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ სექტორში რისკების შემცირება.
სადაზღვევო კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ, არა მხოლოდ პოლისის გაცემა, არამედ დარგობრივი ცოდნის გაზიარებაც. ჩვენი რისკ-მენეჯმენტის გამოცდილებით, შეგვიძლია ბიზნესს ვურჩიოთ თუ სჯობს ამა თუ იმ საქმიანობის წარმართვა რისკების შესამცირებლად ან მივაწოდოთ პირდაპირ კაპიტალი. რადგან ეს ჰოლისტიკური მიდგომა ჯერჯერობით არ არსებობს და სადაზღვევო სისტემა პრიორიტეტებში სათანადოდ არ არის ასახული, ჩვენი კონტრიბუცია ეკონომიკაში ჯერ კიდევ შეზღუდულია.
თუმცა, სექტორს რეალურად დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადამიანური რესურსის, ისე ცოდნის თვალსაზრისით. ერთიანი ხედვა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს მოიტანს გრძელვადიან შედეგს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ინიციატივების შესახებ დაგვიანებით შეგვიტყვია და შემდეგ გვიწევს პროცესებში ჩართვა, ვფიქრობ, დიდ სურათში სწორი მიდგომა ამ მდგომარეობას უფრო ეფექტურს გახდიდა", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი

19.09.2026.16:42

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.

„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა