მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტენდენციები მივიღოთ, არ დავრჩეთ წარსულში და გავითვალისწინოთ, რომ ვიყოთ ის, სადაც მომხმარებელია და არა იქ, სადაც ჩვენი სტერეოტიპებია - დავით ბირმანი

news image
mbc image

მარკეტერი დავით ბირმანი მიიჩნევს, რომ მარკეტინგის მომავალი კომპანიების მხრიდან ძველი სტერეოტიპებისგან გათავისუფლებასა და მომხმარებლის ქცევაზე მორგებულ მიდგომებზე იქნება დამოკიდებული, რადგან თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები აუდიტორიამდე მისვლის შესაძლებლობას ტრადიციული სარეკლამო ფორმატების გარეშეც იძლევა.

„შეიძლება კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული სტერეოტიპული შეხედულებები იმაზე, თუ რა უნდა აკეთოს მარკეტინგმა. ამასობაში, ბევრი თანამედროვე ინსტრუმენტია შემოსული, რომელიც აღარ საჭიროებს იმ ძველ მიდგომებს. არიან კომპანიები, რომლებიც, ბოდიში სარეკლამო ინდუსტრიასთან, მაგრამ მარკეტინგის წარმატებულ მუშაობად განიხილავს რამდენი კლიპი გადაიღო ან რამდენი აუთდორ კამპანია გააკეთეს წელიწადში. მაშინ როდესაც მომხმარებლამდე მისვლა შეიძლება მარკეტინგის დეპარტამენტმა მოახერხოს მხოლოდ ციფრული არხებითაც, გააჩნია ბიზნესს. ამიტომ, მთავარი მიმართულება, რომლითაც თავად მარკეტინგიც იცვლება და მისდამი მიდგომებიც უნდა შეიცვალოს, არის ის, რომ აღარ არის აუცილებელი შაბლონებში დარჩენა და მაინცდამაინც „ფილმების“ გადაღება, ახლა Nike-ს რაც დაემართა - ანუ ძველი Nike-ს ფილმები ვისაც მოსწონდა იმათთვის გადაიღეს, მაგრამ ვიდეორგოლის გადაღებისას გაითვალისწინეს, რომ თავად კი არ უნდა უყურონ ამას, არამედ სრულიად სხვა ხალხმა. ამიტომ, იმ სხვა ადამიანებს რაც მოეწონებოდათ, ყველაფერი ერთად ჩადეს შიგთავსში და გამოვიდა მაწონში ჩაყრილი კოკა-კოლა.

ჯამში ერთად რაღაცა ძალიან რთული და გაუგებარი რაღაც გამოვიდა. ამიტომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტენდენციები გავითვალისწინოთ, არ დავრჩეთ წარსულში და გავითვალისწინოთ ის, რომ სადაც მომხმარებელია იქ უნდა ვიყოთ და არა სადაც ჩვენი სტერეოტიპებია“, - განაცხადა დავით ბირმანმა.

მისივე თქმით, ბიზნესის წარმატებას ყველაზე მეტად მომხმარებელთან უწყვეტი და ეფექტიანი ურთიერთობა განსაზღვრავს.

„თავად სიტყვა „ბრენდი“ ერთი მხრივ მოიცავს იმას, რაზეც ვისაუბრებთ, თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნესს ყოველთვის ჰქონდეს უწყვეტი, გასაგები და გამართული კავშირი მომხმარებელთან და მის საჭიროებებთან.  რაც უფრო კარგად აქვს ბიზნესს აწყობილი მომხმარებელთან ურთიერთობა და მისი საჭიროებების გაგება, ისევე როგორც პრობლემების მოსმენა და ისევე როგორც ამ პრობლემების გადაწყვეტა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული თვითონ მისი წარმატება. იმიტომ რომ ეს ქმნის ბრენდსაც, ეს ქმნის ოპერაციულ შედეგებსაც, ეს ქმნის ფინანსურ წარმატებასაც“, - აცხადებს დავით ბირმანი. 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას

10.06.2026.15:45

PLUS-ის დაბადების დღემდე სულ ცოტა დრო რჩება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკმა და Tbilisi Mall-მა PLUS ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება მოამზადეს.

შეთავაზების ფარგლებში, 12, 13 და 14 ივნისს, Tbilisi Mall-ში შოპინგისას PLUS ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა).

აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების გააქტიურება მობილბანკში და გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკის ტერმინალზე.

ინფორმაციისთვის, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიაზე და არ მოქმედებს კვების ობიექტებში, მარკეტებში, აფთიაქებში, გასართობ ზონებსა და სალონებში.

Tbilisi Mall ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან მაღაზიებსა და ბრენდებს სთავაზობს ყველა ასაკისა და გემოვნებისთვის.

ასე რომ, თუ PLUS-ის დაბადების დღისთვის მეტი ქულის დაგროვება გსურთ, 12-14 ივნისს Tbilisi Mall-ში შოპინგი ამისთვის კარგი შესაძლებლობაა.

შეთავაზებების გააქტიურება შესაძლებელია ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა