მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოამზადე ავტომობილი მოგზაურობისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

news image
mbc image

აგვისტო დასვენებასა და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა  მოგზაურობა რომ სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, აუცილებელია ავტომობილის სათანადოდ მომზადება. სავალი ნაწილის, ფრეონისა და აკუმულატორის შემოწმება ის ძირითადი სერვისებია, რომლებიც ავტომობილმა გამგზავრებამდე უნდა მიიღოს. ამ პროცესში კი გზაზე მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების თანამგზავრი „თეგეტა მოტორსი“ იქნება

ლევან სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მთავარი ტექნიკური ოფიცერი:„ავტომობილის მომზადება და საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფაა ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია. ზაფხულში, როგორც წესი, შორ გზებზე გვიწევს გადაადგილება. ამიტომ, პირველ რიგში, სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური მდგომარეობით უნდა დავინტერესდეთ. სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი ერთი დეტალის გაუმართაობამაც კი შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.

ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე - აკუმულატორზე. ის მაღალი ტემპერატურის მიმართაც ერთ-ერთი მგრძნობიარე დეტალია. ზაფხულში აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, მის ჩანაცვლებაზე ვიზრუნოთ“.

როცა ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობაც. ამიტომ შორ გზაზე გადაადგილებამდე აუცილებელია, შემოწმდეს გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე.

„თუ ავტომობილის გაგრილების სისტემაში ფრეონის დონე შემცირებულია, კონდიციონერის გამოყენებისას ავტომობილში ფრეონის არასაკმარისი დონე შესაძლებელია არაკომფორტული გადაადგილების მიზეზი გახდეს და ძლიერ სიცხეში სალონის საკმარისი გაგრილება ვერ უზრუნველყოს. აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰაერისა და სალონის ფილტრების მდგომარეობაზე. Როგორც წესი, ორივე ფილტრი ძრავის ზეთთან ერთად იცვლება, თუმცა, ზოგადად, რაც უფრო ხშირად შევცვლით ამ დეტალებს, მით უფრო სუფთა ჰაერს მოიხმარს ძრავა და სალონიც უფრო სუფთა ჰაერით იქნება უზრუნველყოფილი“, - ამბობს ლევან სუხიტაშვილი. 

რაც შეეხება სავალი ნაწილის შემოწმებას, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებზეც. ეს ნაწილები ცვეთადია და ზაფხულში მათი შემოწმება მნიშვნელოვანია. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს სამუხრუჭე სითხის კონტროლიც, რადგან, როგორც კი მისი სამუშაო რესურსი ამოიწურება, ეფექტიანობას კარგავს. ამიტომ უნდა გადამოწმდეს მისი დონე და დუღილის ტემპერატურა.

აუცილებელია საბურავების სეზონური ცვლილებაც, რაც პირდაპირ უკავშირდება ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებას. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. ზაფხულის საბურავს მაღალი ტემპერატურის დროს ნაკლები ცვეთა აქვს და ნებისმიერი მანევრის შესრულება უფრო უსაფრთხოდ შეუძლია.

ავტომობილების სეზონური დიაგნოსტიკა და საჭირო დეტალების შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა