მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

news image
mbc image

ზაფხული მოგზაურობის სეზონია - ქალაქიდან ქალაქში, ზღვისკენ ან მთისკენ მიმავალი გზა კი გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც მძღოლს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე ფიქრი არ უწევს. შორ გზაზე გამგზავრებამდე მხოლოდ საწვავის ავზის შევსება და ბარგის ჩალაგება საკმარისი არ არის. მაღალი ტემპერატურა, ხანგრძლივი მგზავრობა და ავტომობილზე გაზრდილი დატვირთვა მისი კომპონენტების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს - პირველ რიგში კი იმ ნაწილების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში შეცვლას, რომლებიც უსაფრთხო გადაადგილებას პირდაპირ უკავშირდება.

იმ მიზნით, რომ ზაფხულში მძღოლებმა ავტომობილები მოგზაურობისთვის სეზონის შესაბამისად მოამზადონ, „თეგეტა მოტორსმა“ აგვისტოში, „გაიარე მეტის“ კამპანიის ფარგლებში, სპეციალურ შეთავაზებები მოამზადა. მათ შორის საბურავებზე - კომპანია მომხმარებლებს თურქული ბრენდის, Petlas-ის, საბურავებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ამასთანავე, საბურავების შეძენა დისკის ზომების მიხედვით სპეციალური ფასებით, 69 ლარიდან არის შესაძლებელი.

„გაიარე მეტის“ კამპანიის ფარგლებში აგვისტოში მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებებით აკუმულატორების შემთხვევაშიც ისარგებლებენ. „თეგეტა მოტორსი“ მათ Varta-ს, Exide-ისა და Energizer-ის პრემიუმ სეგმენტის აკუმულატორებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, აკუმულატორების შეძენა 109 ლარიდან არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია, ახალი აკუმულატორის შეძენისას ძველი ჩააბაროს - მისი ღირებულება შეფასდება და თანხა ახალი პროდუქტის ფასს გამოაკლდება. ჩაბარებული აკუმულატორი კი შესაბამისი წესით გადამუშავდება.

რადგან ზაფხულში კონდიცირების სისტემას უფრო აქტიურად ვიყენებთ, ყურადღება სალონის ფილტრის მდგომარეობასაც უნდა მივაქციოთ. დროთა განმავლობაში ფილტრზე მტვერი, სხვადასხვა ნაწილაკი და მიკროორგანიზმები გროვდება, ამიტომ მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა აუცილებელია. მაღალი ტემპერატურის პირობებში მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემაში ფრეონის დონის შემოწმებაც. თუ ფრეონის დონე შემცირებულია, შესაძლოა, კონდიციონერმა სალონის სათანადოდ გაგრილება ვეღარ უზრუნველყოს, რაც ცხელ ამინდში მგზავრობისას დისკომფორტს შექმნის.

„მოგზაურობის წინ შესამოწმებელ კომპონენტებს შორის არ უნდა გამოგვრჩეს სამუხრუჭე სისტემა. მათ შორის, აუცილებელია, შემოწმდეს სამუხრუჭე ხუნდებისა და დისკების მდგომარეობა, ასევე სამუხრუჭე სითხე. ეს უკანასკნელი ვიზუალურად მხოლოდ დონის მიხედვით ვერ შეფასდება - მას აქვს ექსპლუატაციის ვადა და დროთა განმავლობაში ეფექტიანობას კარგავს“, - განმარტავს „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი.

„თეგეტა მოტორსში“ ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებასა და საჭირო პროდუქტების მოძებნაში მომხმარებლებს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ეხმარებიან. სპეციალისტები ავტომობილის მოდელის, ექსპლუატაციის პირობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მძღოლებს შესაბამისი საბურავის, აკუმულატორისა თუ სხვა პროდუქტის შერჩევაში უწევენ კონსულტაციას. ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიისთვის კამპანია „გაიარე მეტი“ სწორედ ამ მიდგომას ასახავს - მომხმარებელს გამართული და უსაფრთხო ავტომობილით მეტი მანძილის დაფარვის, მეტი მოგზაურობისა და მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცეს. 

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა