mobineX-ის საჩუქარი ქართველ გულშემატკივარს - 3GB ინტერნეტი და 90 წუთი სასაუბრო დრო
ევროპის ჩემპიონატი გვიახლოვდება და ამ საფეხბურთო დღესასწაულისთვის მზადება უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ვემზადებით ქართველები ევროპაში წასასვლელად და ჩვენი ბიჭების საგულშემატკივროდ.
ხოდა, mobineX-ი რისი mobineX-ი იქნებოდა თავისი წვლილი რომ არ შეეტანა ამ ჯადოსნურ ამბავში. პროდუქტიც ისეთი გვაქვს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უუუსწრაფესი ინტერნეტის გამოყენების საშუალებას ვაძლევთ ყველა მოგზაურს, ყველა დივაისზე განურჩევლად იმისა, მის ტელეფონს SIM-ის მხარდაჭერა აქვს თუ eSIM-ის. ამ ზაფხულს აპლიკაციაც გავუშვით, სადაც სტანდარტული ინფორმაციისა და მომსახურების მიღების გარდა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში ზარების განხორციელებაა შესაძლებელი.
Ჩვენი ბრენდის დაპირებაა, რომ სულ ხაზზე ვართ. და დიახ, ქართველი გულშემატკივრებიც სულ ხაზზე უნდა იყვნენ და პირდაპირ ეთერში გვამცნონ ჩვენი ბიჭების ამბები.
Სწორედ ამიტომ, ევროპის ჩემპიონატისთვის ყველა გულშემატკივარს საჩუქარი გავუკეთეთ. უფრო კონკრეტულად კი ყველა, ვინც გამოიყენებს პრომო კოდს EURO2024 mobineX-ისგან საჩუქრად მიიღებს 3 GB უუუსწრაფეს ინტერნეტს გერმანიის eSIM-ზე და 90 წუთ სასაუბრო დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - რათა მთელი თამაშის განმავლობაში იყოს სულ ხაზზე.
არც ის ადამიანები დაგვიწყებია, ვის მობილურ ტელეფონსაც არ აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. Შევქმენით პრომო კოდი EURO15, რომლითაც ფიზიკური SIM-ის შეძენისას გულშემატკივრები მიიღებენ 15%-იან ფასდაკლებას.
საჩუქრის მიღება მარტივია - შედი www.mobinex.ge -ზე, გაიარე რეგისტრაცია, პრომო კოდის ველში ჩაწერე EURO2024 და მიიღე:
ფიზიკური SIM-ის 15%-იანი ფასდაკლების პრომო კოდი კი არის - EURO15
აბა, მზად ხარ ჩვენი ბიჭების და ჩვენი ქვეყნის საგულშემატკივროდ? იყავი სულ ხაზზე mobineX-თან ერთად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.