„მოჩიკო“ იაპონური ტკბილეულის საწარმოს შემდეგ, ქუთაისში ბრენდულ მაღაზიას ხსნის
„მოჩიკო“ იაპონური ტკბილეულის საწარმოს შემდეგ, ქუთაისში ბრენდულ მაღაზიას ხსნის, -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მფლობელმა თაკო კინწურაშვილმა განუცხადა.
„ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამ გვიბიძგა, რომ საოჯახო ტიპის საწარმო, გამართული წარმოებით ჩაგვენაცვლებინა. ოჯახი წარმოება მცირე ბიუჯეტით დავიწყეთ და დაახლოებით ერთ წელში ავიღეთ საბანკო სესხი 70 000 ლარის ოდენობით, იჯარით ავიღეთ ფართი, ვიყიდეთ ინვენტარი და გამართული საწარმო გავხსენით. დაახლოებით ორ კვირაში „მოჩიკოს“ ბრენდით ქუთაისში პირველ მაღაზიას გავხსნით“, - ამბობს მეწარმე.
როგორც თაკო კინწურაშვილი ამბობს, ცდილობენ ბაზარს ის პროდუქტი მიაწოდონ, რომელზეც მოთხოვნაა და დეფიციტურია.
„ვამზადებთ დუბაის შოკოლადს, რომელიც საკმაოდ ხარისხიანია“, - ამბობს მეწარმე.
მალე ქუთაისს შეემატება „მოჩიკოს“ მაღაზია, სადაც გემრიელ დესერტებთან ერთად, მომხმარებელს ყავასაც შესთავაზებენ.
„მოჩიკო" საოჯახო ტიპის საწარმოა, რომელიც 2023 წლის 23 მაისს დაფუძნდა. ბრენდის სახელით დესერტის 13 სახეობა იწარმოება, ასევე 3 კრემიანი მოჩი, რომელიც განსხვავებული სტრუქტურით გამოირჩევა.
ცნობისთვის, მოჩი იაპონური ნაყინია რომელიც მზადდება მოჩიგომისგან - იაპონური მრგვალმარცვლოვანი წებოვანი ბრინჯისგან, გამოირჩევა განსხვავებული,საინტერესო გემოთი და სტრუქტურით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.