,,მოჩიკო" ქსელურ მაღაზიებში შესვლას გეგმავს
კომპანია "მოჩიკო" აქტიურად მუშაობს პროდუქციის შეფუთვის პროცესზე, რათა ქსელურ მაღაზიებში მოხდეს კონკრეტული პროდუქციის შეტანა.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეფთვებზე. გვინდა, რომ ქსელურ მაღაზიებში შევიტანოთ ჩვენი მოჩი და დუბაის შოკოლადი. ეს თუ გამოვიდა შემდეგ ვიფიქრებთ სხვა ლოკაციების ათვისებაზეც“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი თაკო კინწურაშვილი.
2024 წელი კომპანიისთვის გამოწვევებით სავსე თუმცა ნაყოფიერი წელი აღმოჩნდა.
,,2024 წელი ჩვენთვის ბევრი გამოწვევით სავსე, თუმცა ძალიან წარმატებული იყო. ბევრი ახალი მომხმარებელი შევიძინეთ, როგორც კომპანიების სახით, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და სადაც ჩვენი პროდუქცია იყიდება, ასევე მომხმარებლების კუთხითაც“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი თაკო კინწურაშვილი.
2025 წელს „მოჩიკო“ ახალი ლოკაციის დამატებას გეგმვას, რომელიც ქალაქის ცენტრში იქნება.
„გეგმა, გვაქვს რომ აუცილებლად შევფუთოთ პროდუქტი და უფრო ხელმისაწავდომი გავხადოთ ბაზარზე, ასევე ახალი ლოკაციის დამატება გვსურს და ვიმუშავებთ ტურისტებზე, რადგან ამ ეტაპზე არატურისტულ ლოკაციაზე ვართ და გვინდა რომ ტურისტლი კუთხითაც განვვითარდეთ. ასევე, ვაპირებთ სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, რადგან ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთის, როგორც ადგილობრივ ფესტივალებში მონაწილეობა, ასევე თბილისშიც “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი თაკო კინწურაშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.