„მოჩიკო“ x Mini Melts - ბედნიერების ბურთულები პირველად ქუთაისში
ასორტიმენტი გავაფართოვეთ და მომხმარებელს Mini Melts-ის განსხვავებული და მრავალფეროვანი ნაყინი შევთავაზეთ , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქუთაისში მდებარე დესერტების მაღაზია Mochiko • მოჩიკო-ს დამფუძნებელმა, თაკო კინწურაშვილმა განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, Mini Melts არის ამერიკელი მეგობრების მიერ შექმნილი ბრენდი, რომლის წარმოებაც შემდგომ ლატვიაში დაიწყო. სწორედ ლატვიიდან ხდება მისი ექსპორტი საქართველოში. გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად შეგვეთავაზებინა და ახლახან დავამატეთ ასორტიმენტს. ამ ეტაპზე ჩვენთან იყიდება 10 სახეობის ნანო ნაყინი, რომელიც მზადდება თხევადი აზოტით (-197°C). პროდუქტი არ შეიცავს დანამატებს და ქიმიურ საშუალებებს, სწორედ ამიტომ ბავშვებისთვის უნიკალური არჩევანია.

უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლების მხრიდან ნაყინმა ძალიან კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. Mini Melts გათვლილია ყველა სეგმენტზე, რადგან რეალიზაციაში წარმოდგენილია ნაყინის სახეობები, მორგებული სხვადასხვა სეგმენტზე.
ინფორმაციისთვის, „მოჩიკოს“ ფილიალი გალაკტიონ ტაბიძის N40 - ში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.