მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.
თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით, შერჩეულ ობიექტებში, თიბისის ბარათით გადახდისას 50%-მდე თანხის მომენტალურად უკან დაბრუნებაა შესაძლებელი.
კვირეულის ფარგლებში მომხმარებლები შეძლებენ წიგნების, საკანცელარიო ნივთების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სხვა ყველა საჭირო ნივთის შეძენას.
6-7 სექტემბერს, თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას შეთავაზება იმოქმედებს შემდეგ ობიექტებში: Bata, Bambino, Scarpiera, Aw lab, Okaidi, Jakadi, Factory, Levis, Lee/Wrangler, Jack and Jones, Stradivarus, Pull and Bear, Bershka, Mango, Kiko Milano, OVS / OVS kids.
დამატებით, მოსწავლის და სტუდენტის ბარათის მფლობელები ისარგებლებენ შეთავაზებებით ბიბლუსში, მინისოში, ორგსერვისში, Giggles-ში, სულაკაურის გამომცემლობაში, Reckless-ში, დიოგენესა და Extra.ge-ზე.
გაეცანით შეთავაზებების თარიღებს და დამატებით პირობებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.