მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით

news image
mbc image

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამინდი მკვეთრად იცვლება - ტემპერატურა იკლებს, ხილვადობა რთულდება და გზებზე მოცურების რისკიც იზრდება. სწორედ ამიტომ ავტომობილის წინასწარი შემოწმება და სეზონისთვის მომზადება უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი წინაპირობაა.

„თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრისთვის სამზადისს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ავტომობილის გამართვისთვის მომხმარებელს სთავაზობს: 15%-იან ფასდაკლებას აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე და გაორმაგებულ ქეშბექს ზამთრის საბურავებზე.

ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური განვითარების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ კონკრეტულ სეზონს უკავშირდება, არამედ მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული საბურავები, გამართული აკუმულატორი და დროულად გამოცვლილი ზეთი მნიშვნელოვნად ამცირებს გზაზე მოსალოდნელ რისკებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებლებს, შეხვდნენ ცივ სეზონს თავდაჯერებულად და მშვიდად - ისე, რომ ყოველი მგზავრობა იყოს უსაფრთხო და საიმედო“.

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონის ცვლილებისთვის?

ზამთრის საბურავები

საბურავი ავტომობილის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უშუალოდ ეხება გზას, ამიტომ მისი გამართულობა უმნიშვნელოვანესია. როცა ჰაერის ტემპერატურა 7°C-ს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავების შეცვლა. ზამთარში არასეზონური საბურავი ელასტიკურობას კარგავს და მოჭიდების უნარი უმცირდება, რაც მოცურების რისკს ზრდის.

ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მსუბუქი ავტომობილისთვის პროტექტორის მინიმალური დაშვებული სიმაღლეა 3 მმ, ხოლო საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.

აკუმულატორის შემოწმება

ცივ ამინდში აკუმულატორი უფრო ძლიერ დატვირთვას განიცდის და მისი სიმძლავრე მცირდება. თუ ფარების სინათლე შესამჩნევად დასუსტდა ან დაქოქვისას სირთულეები შეინიშნება, სასურველია მისი სერვისცენტრში შემოწმება. აკუმულატორის საშუალო ექსპლუატაციის ვადაა 3-7 წელი, რის შემდეგაც აუცილებელია მისი შეცვლა.

ანტიფრიზის კონტროლი

ძრავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, გაგრილების სისტემაში შესაბამისი ხარისხის ანტიფრიზი იყოს. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამიტომ შემოდგომის ბოლოს მიზანშეწონილია ანტიფრიზის დონისა და მდგომარეობის შემოწმება.

მაშუქი ფარები და საქარე მინის საწმენდი სისტემა

მოკლე დღეებისა და ხშირი ნალექის პირობებში გამართული ფარები და საქარე მინის მწმენდავები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომ აუცილებელია, მძღოლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ფარები სწორად ანათებს, ხოლო მინის საწმენდ სითხეში დამატებულია ყინვაგამძლე კონცენტრატი. ჩვეულებრივი წყალი ზამთარში იყინება და ხედვის არეალს მნიშვნელოვნად ზღუდავს.

სამუხრუჭე სისტემა

თოვლიან და სველ გზებზე მუხრუჭების გამართულობა უმნიშვნელოვანესია. სეზონის ცვლილებისას რეკომენდებულია სამუხრუჭე დისკებისა და ხუნდების შემოწმება სპეციალისტის მიერ.

საგანგებო ნაკრები

გზაზე გადაადგილებისას სასურველია, მძღოლებს ავტომობილში ჰქონდეთ: სათადარიგო საბურავი, ფანარი, თოვლის იარაღები, თბილი პლედი და პირველადი დახმარების ნაკრები - მოულოდნელი შეფერხების დროს ეს ნივთები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

განსაკუთრებული შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

კომპანიაში კვლავ მოქმედებს „უსასრულო გარანტიის“ პროგრამა, რომელიც ვრცელდება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებსა და საბურავებზე.

უსასრულო გარანტია ვრცელდება შემდეგი ბრენდების შეძენისას:

აკუმულატორები: Varta, Exide, Fiamm, Optima, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower, Energizer.

საბურავები: BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH.

ზამთარი მეტ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს - „თეგეტა მოტორსი“ კი მზად არის, მომხმარებლებს ეს პროცესი გაუმარტივოს. მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის წინასწარ, რათა მგზავრობა უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო იყოს.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა