მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მოემზადე ზამთრისთვის“ - შეცვალე აკუმულატორი „თეგეტა მოტორსში“

news image
mbc image

როცა ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ავტომობილზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ცივ ამინდში აკუმულატორის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება მნიშვნელოვანია. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელია, ზამთარს სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მათ ავტომობილის ფლობის გამარტივების მიზნით, 22 ნოემბრის ჩათვლით აკუმულატორებზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებელია თანხის განაწილებით სარგებლობა.

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსის“ მიზანია, მომხმარებლის უსაფრთხოებასა და კომფორტზე იზრუნოს. პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე გადაუდებელი შეკეთება. აკუმულატორი ავტომობილის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული სისტემების მუშაობაში. ის ავტომობილში ენერგიის პირველი წყაროა და აწვდის ყველა მოწყობილობას, რომელიც ელექტროენერგიას მოითხოვს. როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები. დაბალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა, აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება, რათა ზამთრის ცივ ამინდში ავტომობილს პრობლემა არ შეექმნას“.

ყველა აკუმულატორს ექსპლუატაციის განსხვავებული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი, ხარისხის მიხედვით, 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს. აკუმულატორი პასუხისმგებელია ძრავის გაშვების სისტემაზე. აკუმულატორის რესურსის ამოწურვაზე რამდენიმე დეტალი მიგვანიშნებს:  

  • თუ ავტომობილი რამდენიმე მცდელობის შემდეგ იქოქება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ აკუმულატორი დასუსტებულია და დროა, შეიცვალოს
  • ელექტროსისტემების შეფერხება - განათების ინტენსივობის კლება, ან მულტიმედიასისტემის უცაბედი გათიშვა შესაძლოა მიუთითებდეს, რომ აკუმულატორი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით ელექტროენერგიის მიწოდებას
  • თუ ავტომობილის პანელზე აკუმულატორის ინდიკატორი აინთო, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა შესამოწმებელია

აკუმულატორის სასურველი მოდელის შერჩევაში ავტომფლობელებს „თეგეტა მოტორსის“ მაღალკვალიფიციური პერსონალი ეხმარება. სერვისცენტრებში მოქმედებს „უსასრულო გარანტია“. „თეგეტა მოტორსში“ პრემიუმ და ეკონომკლასის აკუმულატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომლებიც გამძლეობითა და გარანტიით გამოირჩევა. მათ შორის:

Varta - გერმანული ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხით, თანამედროვე სტანდარტებითა და საიმედოობით. ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ახალ ავტომობილზე სწორედ Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული. „თეგეტა მოტორსში“ ამ ბრენდის პროდუქციის დიდი არჩევანია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული და სტარტ-სტოპ სისტემის ავტომობილებისთვის.

Energizer - ამერიკული ბრენდი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციების გათვალისწინებით იწარმოება და გახანგრძლივებული საექსპლუატაციო პერიოდით გამოირჩევა.

Exide - ამერიკული ბრენდი, გლობალური ლიდერი აკუმულატორების წარმოებაში, რომელიც ცნობილია თავისი ეკომეგობრული პროდუქციით.

გარდა აკუმულატორებზე მიმდინარე ფასდაკლებისა, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში საბურავების შეძენისას მომხმარებელი გაორმაგებულ ქეშბექს მიიღებს. 

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა