მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას და მათთვის შეთავაზებებს შექმნას აგრძელებს. ამჯერად, Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას PLUS ბარათის მფლობელებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
20-21 ივნისს, DREAME-ის პროდუქციის PLUS ბარათით შეძენისას მომხმარებლები 20%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 500 ლარის PLUS ქულა)
შეთავაზება ვრცელდება Alta-ს როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ონლაინ შეძენის შემთხვევაში აუცილებელია PLUS Cashback გადახდის მეთოდის არჩევა, ხოლო ფიზიკურ მაღაზიებში გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე უნდა განხორციელდეს.
ინფორმაციისთვის, DREAME მომხმარებლებს სახლის და თავის მოვლის ინოვაციური ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორის რობოტ მტვერსასრუტებს, ვერტიკალურ მტვერსასრუტებსა და სხვა ჭკვიან მოწყობილობებს.
ასე რომ, თუ DREAME-ის პროდუქციის შეძენას გეგმავთ, 20-21 ივნისს შესაძლებლობა გაქვთ სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, PLUS-ის დაბადების დღისთვის მეტი PLUS ქულა დააგროვოთ.
შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
სასტუმრო „მტევინო“ ტურისტულ სეზონს გაფართოებული სერვისებითა და ახალი სივრცეებით ხვდება
19.06.2026.14:00
სასტუმრო „მტევინო“ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია განთავსებული. ობიექტმა მიმდინარე ტურისტული სეზონი განაახლა და სტუმრებს არაერთ სიახლეს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერს, ქეთი ხვედელიძეს ესაუბრა.
„მიმდინარე ტურისტული სეზონი აქტიურად გავხსენით. გასულ წელს კომპლექსს აუზი და ბავშვთა სივრცე დაემატა, რაც ობიექტის ოჯახურ მიმართულებას კიდევ უფრო აძლიერებს. დაახლოებით ერთ თვეში კი ინფრასტრუქტურას პადელის მოედანი შეემატება.
გარდა ამისა, გაფართოვდა განთავსების შესაძლებლობაც - უკვე ფუნქციონირებს ახალი კოტეჯები, რის შედეგადაც კომპლექსი დაახლოებით 40–50 სტუმრის მიღებას ერთდროულად ახერხებს.
ამასთან, პირველ სართულზე დავამატეთ ახალი სივრცე, რომელიც დაახლოებით 80 ადამიანს იტევს და აქტიურად გამოიყენება როგორც კერძო ღონისძიებებისთვის, ისე დაბადების დღეებისა და ბანკეტებისთვის. ამ ტიპის ღონისძიებები საკმაოდ პოპულარულია და ახალი სივრცე მაღალი დატვირთვით მუშაობს.
უმეტესად ჩვენი ვიზიტორები მაინც ადგილობრივი მომხმარებლები არიან. ფიქსირდება. ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული გავლენა ჩვენზეც იქონია და ტურისტების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, შემცირდა.
Booking-ის პლატფორმის მონაცემებითაც, წელს ჯავშნების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, გასულ წელთან შედარებით, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნა ეტაპობრივად გაიზრდება“, - აღნიშნავს ქეთი ხვედელიძე.
კომპანია განვითარებას არ წყვეტს და სამომავლოდ აქტიურად გეგმავს გაფართოებას.
„ვვითარდებით და არ ვჩერდებით. კოტეჯების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება - არსებული 4 კოტეჯის შემდეგ დაახლოებით კიდევ 6 ერთეული დაგვემატება, მათ შორის ერთ-ერთი ინდივიდუალური აუზით.
აქტიურად ვავითარებთ ღვინის დეგუსტაციებსა და მასტერკლასებს, რაც ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აქტივობაა. რთველამდე პერიოდშიც მაღალია ინტერესი და სტუმრები აქტიურად გვესტუმრებიან როგორც დეგუსტაციებზე, ისე მასტერკლასებზე“, - აცხადებს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, „მტევინო“ აერთიანებს ბუტიკურ სასტუმროს, ღვინის ქარხანას, რესტორანს, კულინარიულ მასტერკლასებსა და ღია სივრცეებს ღონისძიებებისთვის.