მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
12-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სითი მოლი 15 წლის დაბადების დღეს განსაკუთრებული სადღესასწაულო კვირეულით აღნიშნავს და ერთგულ მომხმარებლებს მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს. სადღესასწაულო კვირეულის ფარგლებში, სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებები, ექსკლუზიური ქეშბექ-კამპანია და სპეციალური ფასდაკლებები დახვდებათ.
16 ოქტომბერს, სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანის შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიაში PLUS ბარათით გადახდისას, დააგროვებთ 5X PLUS, მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულას. არ დაგავიწყდეთ, შეთავაზების გააქტიურება აუცილებელია მობილბანკში.
თქვენთვის შექმნილ შეთავაზებებთან ერთად, 16 ოქტომბერს 18:00 საათზე სითი მოლში RKENA-ს და PFL-ის მებრძოლები ერთმანეთს შეხვდებიან და შესაძლებლობა გექნებათ მხარი დაუჭიროთ RKENA-ს გუნდს.
ექსკლუზიურად, 17 ოქტომბერს, ესტუმრეთ სითი მოლს 10:00 - 00:00-მდე, გადაიხადეთ SOLO Visa ბარათით 120-ზე მეტი ბრენდის მაღაზიაში და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, 25%, 30% ან 40%, მაქსიმუმ 500 ლარი.
40% ქეშბექი
• 40% ქეშბექი, ულიმიტოდ: BOSS, HUGO
• 40% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Aden Cosmetics, Afflelou Paris, Bagatt, Baccarat Jewelry, Biodroga, Cortefiel, Delfos, Eshvi, Exqusie, Felino Milano, Giordano, Lee Cooper, Music House, Old Supra, Okkia, Olivander’s, Pendant, Remember, Salamander, Sergent Major, Steiff, Superdry, The Body Shop, Women's Secret, Wortmann, Yves Rocher
30% ქეშბექი
• 30% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Adidas, Atelier Rebul, Beard.ge, Beauty Corner, Boggi Milano, Casio, Cosmo, Corner, Crocs, Dan John, Diesel, Dressarium Kids, EA7 Emporio Armani, English Home, Franco Fontana, GMT, Hackett London, Ici Paris, Izipizi, JB Martin, Karl Lagerfeld, Keddo, L’Occitane, Lion of Porches, Lutecia, MAC, Magellan, Manamo, Marc O'Polo, Matalan, Messyweekend, More Beauty, Napapijri, New Balance, Nike, Pandora, Penti, Petit Bateau, Pirveli Koreuli, Puma, Regalia, Sseasons Store, Scotch & Soda, Sense Concept Store, Shoes Loft, Sisley, Swarovski, Sulakauri, TAC, The North Face, TI’ME, Timberland, Top Sport
• 30% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი ჯამურად Dressup-ის მაღაზიებში: Atrio, Calvin Klein, Etam, Factory, Gant, Guess, Jeans Gallery, Kid's Gallery, Lee & Wrangler, Mavi, Tommy Jeans, Triumph
• 30% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი ჯამურად ICR-ის მაღაზიებში: AW LAB, Bambino, Bata, Corso Italia, Ecco, Geox, Jacadi, Okaidi, Replay, Scarpiera, Studio By Shoes Gallery
25% ქეშბექი
• 25% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Alta, iSpace, iTechnics, JBL, Jo Malone London, Kontakt Home, Mi Store, Ninja/Shark
20% ქეშბექი
• 20% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე: Aromateque, Smeg
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
• Voulez-vous-ში შეთავაზება არ ვრცელდება ბრენდებზე: Chanel, Dior, Guerlain, Essential Parfums და სასაჩუქრე ვაუჩერებზე. ასევე პარალელურად ვერ ისარგებლებთ ვულევუს ფასდაკლების ბარათით.
• Ici Pari-ში შეთავაზება არ ვრცელდება ბრენდებზე: Chanel, Tom Ford, Byredo, Xerjoff, Juliette has a gun, Casamorati, Roja, Vilhelm Parfumerie და სასაჩუქრე ბარათებზე
• Alta-ში მოქმედებს გამონაკლისები ტელეფონებზე
• iSpace-ში შეთავაზება არ ვრცელდება შემდეგ მოდელებზე: 18 პრო/მაქსი, ეარპოდს 5, ვოჩ 12 და ვოჩ ულტრა4
• Lutecia-ში შეთავაზება არ ვრცელდება ბრენდებზე: Chanel, Dior, Guerlain, Tiziana Terenzi, Giardino Benessere, V Canto.
• GMT-ში შეთავაზება არ ვრცელდება რონიუსზე.
• Regalia-ში შეთავაზება არ ვრცელდება Tsikolia-ზე.
იმისთვის, რომ შოპინგი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს, კამპანიაში მონაწილე მაღაზიების ვიტრინებზე სპეციალური ქეშბექ-მანიშნებელი დაგხვდებათ.

გარდა ამისა, 18 ოქტომბერს სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანში შეძლებთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით შეიძინოთ და ქეშბექის სახით დაიბრუნოთ 30%, მაქსიმუმ 100 ლარი. აქციის პირობებია:
• აქციით ისარგებლებს მხოლოდ ის მომხმარებელი, ვინც ნაწილ-ნაწილით იხდის პირველად (აქამდე არ ჰქონია გამოყენებული არსად, არც ფიზიკურ სივრცეში და არც ონლაინ);
• ქეშბექი მომხმარებლის ჭრილში არის ერთჯერადი;
• ქეშბექი დაირიცხება აქციის დასრულებიდან 3 სამუშაო დღეში.
ასევე, 12-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში, Silk ბანკის მერე ბარათით ნებისმიერ ობიექტში შოპინგისას, მინიმუმ 50 ლარიან ტრანზაქციაზე, ყოველი მეათე ავტორი, მიიღებს სითი მოლის 100 ლარიან სასაჩუქრე ბარათს.
ეწვიეთ სითი მოლს დაბადების დღის ფარგლებში, ისიამოვნეთ გრანდიოზული შეთავაზებებით და მიიღეთ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება!
მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70
სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1
სხვა სიახლეები
„ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
13.10.2026.18:00
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?
წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.
მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.
გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.
ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.
რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?
ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.
მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.
ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.
იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.