მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოგზაურობა უფრო მარტივია, როდესაც Roamingo-ს ინტერნეტით სარგებლობ, მისი გააქტიურება კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი

news image
mbc image

მოგზაურობის დროს ინტერნეტთან წვდომა ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, Roamingo სწრაფ, ხელმისაწვდომ და მარტივ სამოგზაურო ინტერნეტს გთავაზობთ, რომელიც არსებულ საჭიროებებს ზუსტად პასუხობს. ამასთან, მისი გააქტიურება უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი.

თუმცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლამდე უკვე შესაძლებელია Roamingo-ს უფასო ინტერნეტის მოპოვება, თუ კი აეროპორტამდე Georgian Bus-ით იმგზავრებთ. როგორც Business Insider Georgia-სთან Roamingo-ს მარკეტინგის მენეჯერმა თათია გოგიშვილმა განაცხადა, Roamingo-ს და Georgian Bus-ის შეთავაზება მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. 

გოგიშვილის თქმით, თუ კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Bus-ის ავტობუსით მიემგზავრები, მაშინ ბილეთის შეძენისას, საჩუქრად იღებ ევროპის 500MB სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტს, რომელიც შეგიძლია ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენო.

500MB სამოგზაურო ინტერნეტი საშუალებას გაძლევს: სქროლო სოციალური ქსელები რამდენიმე საათის განმავლობაში, ატვირთო 50-დან 100-მდე ფოტო სოციალურ ქსელებში. 

გარდა ამისა  Roamingo-ს სამოგზაურო ინტერნეტის შეძენა და ჩართვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საკმაოდ მარტივია. Roamingo-ს eSIM-ის გააქტიურება საკმაოდ მარტივად ხდება და ზუსტად ერთ წუთში უკვე  Roamingo-ს მომხმარებელი ხდები. 

ამისათვის კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს.

Roamingo არის პირველი ქართული კომპანია, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, რომელიც საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მგზავრებს მობილურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები გაცილებით დაბალ ფასად და სასურველი ვადით.

ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში  ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა